პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა - ბელორუსის პრეზიდენტი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა
ბელორუსის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა.
კობახიძემ ალექსანდრე ლუკაშენკოს მადლობა გადაუხადა ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს ბელორუსის მხრიდან გაწეული დახმარებისთვის.
მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას ერთმანეთთან გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. მათივე შეფასებით, ორმხრივი ურთიერთობა ბოლო წლებში განსაკუთრებით დინამიკური გახდა.
ბელორუსის პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან აქტიურ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობას, რაც, მისივე თქმით, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობისთვის კარგ საფუძველს შექმნის.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ბელორუსის რესპუბლიკასთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობის, ასევე, თანამშრომლობის საპარლამენტო განზომილების გაღრმავება.
შეხვედრაზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებაზე გამახვილდა. ისაუბრეს მჭიდრო ხალხთაშორისი ურთიერთობის მნიშვნელობისა და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებაც.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელორუსის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


