პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს: ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისს გახარიას ბრძანებით
ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ. ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისის დროს გახარიას ბრძანებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში განაცხადა და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს მიმართა.
მისივე თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ ფრაქციის წევრების განცხადებები სიცრუესა და პროპაგანდაზეა აწყობილი.
„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ჩემს წინა გამომსვლელს, ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს და შევახსენო ის, რასაც ხშირად ვახსენებთ ხოლმე. დიდ ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას, სტუმრებს ამ გამოთქმისთვის, მაგრამ არ შემიძლია, არ ვთქვა ის, რაც თქვენი შემხედვარე პირველი მომდის თავში არა მხოლოდ მე, არამედ საზოგადოებას. როგორი საცოდავი სანახაობაც იყო ერთი წლის თავზე თქვენი შემოპარვა ამ შენობაში, დარბაზში, ასეთივე საცოდაობაა ყურება თითოეული თქვენი გამოსვლის, რომელიც აწყობილია იმ სიცრუეზე, პროპაგანდაზე, მესიჯებზე, რომელიც მოგდით პატრონებისგან და ასე უტიფრად ახმოვანებთ. რაც შეეხება თქვენს აქ ყოფნას, კარგად უნდა გახსოვდეთ, რა სცენარის ნაწილი იყავით თითოეული თქვენგანი, ვინც დარჩით თუ მოგიწიათ აქ შემოსვლა – იმ დივერსიფიცირების სცენარის ერთ-ერთი რეზერვის ნარჩენი. საზოგადოება თქვენს პატრონებთან, გაქცეულ ლიდერთან ერთად შეიყვანეთ შეცდომაში, რაშიც ძალიან კარგად, ვენის კონვენციის სრული დარღვევით გეხმარებოდნენ გარე ძალები და მათი წარმომადგენლები. საზოგადოების რაღაც ნაწილი შევიდა შეცდომაში და მიიღეთ ის მანდატები, რომელი მანდატებიც გაქვთ. სწორედ 12 ცარიელი ადგილი იყო შემონახული იმ დივერსიფიცირების სცენარში. კარგად გაზომეს, ერთ წელიწადში სად მიდიოდა მათი გზა. თქვენც კარგად გაზომეთ, როგორი ლუსტრაცია მოხდა მთელი თქვენი კოლექტიური აგენტურული ბანდისა და რა მიიღეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იმ ისტორიული შედეგის დროს, რაც ჩვენი გუნდისთვის განმეორდა ერთწლიან ჭრილში და სად ხართ დღეს, თვითმმართველობების წარმომადგენლები.
დასახიჩრებულ ადამიანებზე როდესაც საუბრობთ, ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც წარმოადგენთ გახარიას, ამ მატყუარა, მშიშარა კაცის გუნდს?! ამ ყველაფერზე როგორ გიტრიალდებათ ენა, როდესაც, მისი ბრძანებით, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისის დროს. სტრასბურგის გადაწყვეტილებას მაინც გაეცანით. საქმე მიმდინარეობს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. როგორ გიტრიალდებათ ენა, შუბლის ძარღვი გაიწყვიტეთ? არც გქონდათ და რაც არ გაქვს, ალბათ იმას ვერც გაიწყვეტ. უარი უთხრა საზოგადოებამო. ვინმეს და რამეს თუ უარი უთხრა საზოგადოებამ, ეს ხართ თქვენ და თქვენნაირები, აგენტურა. უბრალოდ, 12 ცარიელი ადგილი ხართ შემოპარული პარლამენტში. შემოგაპარეს, რადგან დავალება ჰქონდათ. ასე რომ, გრცხვენოდეთ თითოეული იმ განცხადების, რასაც აკეთებთ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


