სამართალი
ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ოჯახის წევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდნენ
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების, კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების, ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ოჯახის წევრები და ადვოკატი დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდნენ.
ბრალდებულები უკვე მეშვიდე დღეა შიმშილობენ.
დაცვის მხარის ადვოკატი, მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფების მთავარი მოთხოვნა ცრუ ჩვენებებზე გამოძიების დაწყებაა. მან ადმინისტრაციას დღეს ყველა საჭირო საბუთი წარუდგინა.
ადვოკატი და მსჯავრდებულების ახლობლები იმედოვნებენ, რომ ე.წ. კორტების ხმაურიანი სპეცოპერაციის საქმით პრეზიდენტი დაინტერესდება.
„მოთხოვნები არის იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიება იქნას დაწყებული სპეცრაზმელების ერთად ჯდომაზე და მირიანაშვილის და გოგატიშვილის ცრუ ჩვენებაზე. უბრალოდ, ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო, რომ ამაში პრეზიდენტმა ხელი შეგვიწყოს, დაგვეხმაროს, გარკვეულწილად, თავისი პოზიცია დაგვიფიქსიროს, რომ ამ დანაშაულებზე, რაზეც ჩვენ ვითხოვთ რეაგირებას, აუცილებლად დაიწყონ გამოძება,“ - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
ირაკლი ფირცხალავას მეუღლე, ნინო ხვიტია და გიორგი ცააძის და, ირინა ცააძე იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმუმს გააკეთებს, რომ კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე სათანადოდ იყოს გამოძიებული.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


