სამართალი
ირაკლი ფირცხალავას უთხრეს, რომ ირაკლი მამალაძეს საკითხზე პროკურატურის მხარეს უნდა იყოს, თუ არადა ციხეში ჩალპება - ადვოკატი
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ირაკლი ფირცხალავასთან გუშინ გამომძიებელი იყო მისული. მას ირაკლი მამალაძესთან დაკავშირებით ირაკლი ფირცხალავას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ჩვენების ჩამორთმევა უნდოდა.
ამის შესახებ ირაკლი ფირცხალავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა.
ადვოკატის თქმით, გამომძიებელი ფირცხალავაზე ზეწოლას ახორციელებდა და მოუწოდებდა მას პროკურატურის მხარე დაეჭირა, წინააღმდეგ შემთხვევაში „ციხეში ჩალპებოდა“.
„გუშინ იმყოფებოდა გამომძიებელი იმ საქმესთან დაკავშირებით, რაც დაიწყო ირაკლი მამალაძესთან მიმართებაში. მაგრამ, მან ჩვენება არ მისცა, რადგან ადგილი ქონდა ზეწოლას. მას ეუბნებოდნენ, რომ არ უნდა დაეჭირა დაცვის მხარის პოზიცია და უნდა ყოფილიყო პროკურატურის მხარეს. უთხრეს, რომ თუ ასე არ მოიქცეოდა ციხეში ჩალპებოდა. აქედან გამომდინარე, მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. აპირებენ მის სასამართლოში დაკითხვას, მაგრამ ვერც იქ მოხდება მისი დაკითხვა მაგისტრანტ მოსამართლესთან, რადგან ის არის შეუძლოთ. მეოთხე დღეა შიმშილობს და ექიმებმა არ მისცეს მას უფლება დაწესებულება დაეტოვებინა“,-განაცხადა ადვოკატმა.
კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავამ ციხიდან წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ე.წ ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე სუს-ის აგენტია.
ფირცხალავას თქმით, მამალაძის მეტსახელია „პრესა“.
აღნიშნულ განცხადებაზე ცალკე გამოძიება დაიწყო.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


