პოლიტიკა
ირაკლი აბუსერიძე ამომრჩეველს მიმართავს
მაჟორიტარობის კანდიდატი ~ქართული ოცნებიდან~ ირაკლი აბუსერიძე ამომრჩევნებს მიმართავს. მედიანიუსი მას უცვლელად გთავაზობთ.
~კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ისნის რაიონის მე-8 ოლქის ამომრჩეველს, რომ 8 ოქტომბერს მობრძანდნენ არჩევნებზე და შეასრულეს თავინთი მოქალაქეობრივი ვალი. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ის ნდობა, რომელიც ამომრჩევლებმა გამომიცხადეს. 30 ოქტომბერს მეორე ტური გვაქვს. მოგიწოდებთ ჩემს ვაზისუბნელებს, მერვე ლეგიონის, ვარკეთილის მოსახლეობას, რომელთა ნაწილი ოლქების ახლებური გადანაწილების შედეგად შემოგვიერთდა, ნუ დაიზარებთ, საბოლოო გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი დარჩა. კიდევ ერთხელ დამიჭირეთ მხარი და თქვენი ჩართულობით, ერთად დავიწყოთ იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რაც დაგეგმილი გვაქვს ისნის რაიონისთვის. მე იმ გუნდის წარმომადგენელი ვარ, რომელმაც ქვეყანაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, დააფასა ადამიანის ღირსება და თავისუფლება. „ქართულმა ოცნებამ“ პირველ ტურში დამაჯერებლი გამარჯვება მოიპოვა. სწორედ ამიტომ, კონსტიტუციური უმრავლესობა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად იქცა. ამ პოლიტიკურმა ძალამ საქმით დაამტკიცა, რომ პოლიტიკური ძალაუფლება გამოიყენეს ქვეყნის განვითარებისთვის და არა ძალადობისთვის. მერწმუნეთ, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია ხელისუფლების კონტროლის საშუალებას მოგცემთ. მოხარული და ამაყი ვიქნები თუ ნდობას კვლავ გამომიცხადებს ჩემი ამომრჩეველი და შევინარჩუნებთ იმ ღია ურთიერთობას, რაც აქამდე გვქონდა. მე მჯერა მოსახლეობა მხარს კვლავს დაუჭერს თავისუფლებას, ღირსებას და კეთილდღეობას. მხოლოდ ერთმანეთის გვერდში დგომით მივაღწევთ წარმატებას, ჩვენ ერთად ვართ ქვეყანა. ყველას გელოდებით არჩევნებზე~, _ ნათქვამია ირაკლი აბუსერიძის მიმართავში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


