უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

18 ნოემბერი, 2016 14:30
font-size

იქნება ძალიან ბევრი ისეთი საქმის განხილვაც, რომელიც არ გახმაურებულა, მაგრამ რომელშიც მონაწილეობდნენ მაღალჩინოსნები - სოფო ხორგუანი

სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, სოფო ხორგუანი გია გვიჩიანის საქმის ხელახლა გადასინჯვის ფაქტს გამოეხმაურა, რომლის შესახებაც ინფორმაცია პროკურატურამ გუშინ გაავრცელა.

ხორგუანი პროკურატურის მხრიდან საქმის მიმართ ხელახლა ინტერესის გამოჩენას დადებითად აფასებს.
როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გია გვიჩიანი უდანაშაულოა.

„გია გვიჩიანთან დაკავშირებით საქმე სასამართლოში წავა. საგულისხმოა, რომ სასამართლო პროცესზე მას სამუდამო პატიმრობა მოუხსნეს, რის შემდეგაც მან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეწყალებით მიმართა, მიუხედავად შეწყალების კომისიის რეკომენდაციისა, პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა გვიჩიანის თხოვნა.

ეს ადამიანი არის უდანაშაულო და ის, რომ მკვლელს ვერ პოულობენ, არ ნიშნავს, რომ უდანაშაულო უნდა იჯდეს ციხეში. ამ ადამიანის მიმართ ვერ შეგროვდა ვერანაირი მტკიცებულება, რაც მის ბრალეულობას დაადასტურებდა,“- განაცხადა სოფო ხორგუანმა.

მისი ინფორმაციით, ყოფილი მაღალჩინოსნები პირადად მონაწილეობდნენ სადამსჯელო ღონისძიებებში. გახმაურებული საქმეებიდან სოფო ხორგუანი ნორა კვიციანს საქმეზეც ამახვილებს ყურადღებას და თვლის, რომ ნორა კვიციანი მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ იგი ემზარ კვიციანის და იყო.

სოფო ხორგუანი 7 ნოემბრის საქმეც გაიხსენა.

“მე მგონია, იქნება ძალიან ბევრი ისეთი საქმის განხილვაც, რომელიც არ გახმაურებულა, მაგრამ რომელშიც მონაწილეობდნენ მაღალჩინოსნები. ასეთები იყო ქონების წართმევა და საკუთრების უფლების შელახვა. გადასასინჯია ასევე „იმედის“ დარბევისა და 7 ნოემბრის საქმეც. ყველა საქმე არის ისეთი, რომელსაც აუცილებლად მოითხოვს გადასინჯვას“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.

ნინო ექვთიმიშვილი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი