უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 აპრილი, 2017 17:30
font-size

იქნებ, რაღაც კანონი იქნას მიღებული, ან რაღაც გავაკეთოთ, რომ აღდგეს ეს სამართლიანობა ბოლოს და ბოლოს - ემზარ კვიციანი

სამართლიანობის აღდგენას ნება სჭირდება და პროკურატურა ამ ნებას ელოდება, - განაცხადა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ემზარ კვიციანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, 2017 წელს 24 თებერვალს სააპელაციო საამართლომ ნორა კვიციანი გაამართლა და უდანაშაულოდ ცნო, ასევე გამართლდა ბევრი ადამიანი, მათ შორის გიორგი გვიჩიანი.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ „შემთითხვნელი პროკურორების შეთითხნული საქმეები გადაისინჯოს“.

„იქნებ, რაღაც კანონი იქნას მიღებული, ან რაღაც გავაკეთოთ, რომ აღდგეს ეს სამართლიანობა ბოლოს და ბოლოს. გამართლდა ნორა კვიციანი, გამართლდება კიდევ უამრავი ადამიანი, ვინ უნდა მოახდინოს ამ ადამიანების კომპენსირება, სახელმწიფომ?! შერჩეთ მაგათ თავიანთი ნამოქმედარი, შერჩეთ ის მილიარდები, რაც საქართველოდან წაიღეს?! იქნება რამე ისეთი კანონი მივიღოთ, რომ მათ პასუხი აგონ, ვინც დააშავეს ამ ადამიანების წინაშე და ვინც ამდენი წელი სისხლში აცურავა ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა კვიციანმა.

დეპუტატის თქმით, პროკურატურას უნდა მიეცეს საშუალება, რომ იმუშაოს.

„სამართლიანობის აღდგენას ნება სჭირდება და აღდგება სამართლიანობა, პროკურატურა ამ ნებას ელოდება. ახალგაზრდა ბიჭები არიან, ძალიან მშვენივრად მუშაობენ და ძალიან სწრაფად აღადგენენ სამართლიანობას, რომ ჰქონდეთ ამის უფლება, ეს მთელმა საქართველომ იცის”, - განაცხადა კვიციანმა.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი