საზოგადოება
“იქ იყო მხოლოდ ფსიქოლოგიური ძალადობა` - სოფიო კილაძე ყოფილი მეუღლისგან ძალადობის მსხვერპლი გახდა
სოფიო კილაძე ყოფილი მეუღლისგან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ "რუსთავი 2" ავრცელებს.
დეპუტატის ინფორმაციით, ყოფილმა ქმარმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბარი არ სურს. დეპუტატი ფიზიკურ ძალადობას არ ადასტურებს.
"დიახ, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვიყავი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი და მე ვარ მაგალითი, რომ ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის უფლებადამცველი, მათ შორის პარლამენტის წევრი, შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში. ამასთანავე, მე ვუფრთხილდები გარშემომყოფი ადამიანების ემოციურ მდგომარეობას, მათ ჯანმრთელობას, ჩემ არასრულწლოვან შვილს, მის საუკეთესო ინტრესს და აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მეტ დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. ფიზიკურ ძალადობას არ ვადასტურებ, არ ვიცი საიდან მოიტანეს ეს ინფორმაცია. თუ აქვთ ნანახი შემაკავებელი ორდერი, იქ იყო მხოლოდ ფსიქოლოგიური ძალადობა," - განუცხადა სოფიო კილაძემ "კურიერს."
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


