პოლიტიკა
იოსებ სიგუას მიერ თანამდებობის დატოვებაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - ნათია მეზვრიშვილი
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია თბილისის დეტექტივების სამმართველოს უფროსის, იოსებ სიგუას თანამდებობიდან წასვლის შესახებ.
მეზვრიშვილის თქმით, სიგუა ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ გამოცხადდა ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის გუშინდელ სხდომაზე.
„იოსებ სიგუას მიერ თანამდებობის დატოვებაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. იგი იმყოფებოდა შეუძლოდ, რამაც გარკვეული კითხვები გააჩინა საზოგადოებაში, რაც ჩემთვის გაუგებარია, რადგან პოლიციელებსაც აქვთ უფლება გახდნენ ავად. როგორც კი გამოჯანმრთელდება, ეს ადამიანი გამოცხადდება კომისიაზე. ის დაგეგმილად არ გახდა ცუდად და ვერ ჩააყენა პარლამენტი საქმის კურსში, როგორც კი ამის შესახებ ცნობილი გახდა კომისიას ინფორმაცია მივაწოდეთ. კომისიაში გამოცხადების და საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდების არანაირი პრობლემა სამინისტროს არც ერთ წარმომადგენელს არ აქვს“, –განაცხადა მეზვრიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


