პოლიტიკა
ინვენტარიზაციის შედეგად უნდა გამოვლინდეს შესაძლოა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი და შესაბამისი რეაგირებაც გვექნება - ლევან იზორია
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უწყებაში ტყვია-წამლის უკანონოდ ვაჭრობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ტყვია-წამალი სანადირო მიზნებისთვის გამოიყენებოდა.
მინისტრის თქმით, მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, რის გამოც თავდაცის უწყებამ ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავი შეიკავა.
„S ტიპის იარაღი გამოიყენება მათ შორის სანადირო იარაღით, რომელსაც ის ფლობდა, ეს დაამტკიცა არა იზორიამ, არამედ ბალისტიკურმა ექსპერტიზამ. ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვფლობდით რა ოპერატიულ ინფორმაციას, ვაკვირდებოდით და შემდგომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე მივიღეთ უტყუარი მტკიცებულებები და სწორედ ამ მტკიცებულებების საფუძველზე ნებართვა კონკრეტულ ჩხრეკაზე, ასე რომ, ამოვიღეთ, ის რაც იყო გატანილი. ჩვენ გამოვავლინეთ ჯერ რაც იყო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და კონკრეტული ბრალეული პირები კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე. ინვენტარიზაციის შედეგად უნდა გამოვლინდეს შესაძლოა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი და შესაბამისი რეაგირებაც გვექნება“,-განაცხადა იზორიამ.
საუბარია სკანდალზე, რომელშიც თავდაცვის სამინისტრო გაეხვა. საქართველოს შეირაღებული ძალებიდან ტყვია-წამალს უკანონოდ ყიდდნენ. დაკავებულია შეირაღებული ძალების 3 სამხედრო, თუმცა, „კურიერის“ ინფორმაციით, მინისტრის ლევან იზორიას ბრძანებით, ამბავი დამალეს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


