პოლიტიკა
ინსტიტუციებს შორის ყველაზე დადებითად ეკლესიას, ჯარსა და მედიას აფასებენ - IRI
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 84% საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 8% - უარყოფითად.
კვლევის მონაწილეთა 83%-მა დადებითად შეაფასა ქართული ჯარის საქმიანობა, ხოლო 10%-მა -უარყოფითად; მესამე ადგილზე 68%-ით კი ქართული მედია მოხვდა, თუმცა მისი საქმიანობა უარყოფითად გამოკითხულთა 27%-მა შეაფასა.
გამოკითხულთა 50%-მა დადებითად შეაფასა პოლიციის საქმიანობა, რომელიც რეიტინგის მეოთხე ადგილზე მოხვდა. კვლევის მონაწილეთა 43%-მა კი სამართალდამცველთა მუშაობა უარყოდითად შეაფასა.
მეხუთე ადგილზეა 49% საჯარო განათლების სისტემა, თუმცა მისი საქმიანობა გამოკითხულთა 42%-მა უარყოფითად შეაფასა.
კვლევა ჩაატარა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონე 1 500 საქართველოს მოქალაქე. რესპონდენტთა ამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 %.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


