უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 ივნისი, 2017 14:55
font-size

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს გიორგი ზვიადაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ზვიადაძე სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა და მოვალეობის შესრულებას 21 ივნისიდან შეუდგება.

„სახელმწიფო ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს ჩვენს ქვეყანაში ინოვაციური განვითარების მიმართულებით, შესაბამისად, გვჭირდება უფრო ეფექტური და თვალსაჩინო შედეგები. ეს არის ძირითადი მიზანი და ამოცანა, რომელიც დღეს სააგენტოს წინაშე დგას. ვიმედოვნებ, რომ ახალ ხელმძღვანელთან ერთად აქტიური მუშაობის შედეგად ბევრი სიახლე გექნებათ. ამოცანები, რომელსაც თქვენ ასრულებთ, არის საინტერესო, ახალი, გამომწვევი და იმედი გვაქვს, რომ გაორმაგებული ენერგიით და შედეგებით გააგრძელებთ თქვენს საქმიანობას“ - განუცხადა სააგენტოს თანამშრომლებს გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ინოვაციური ცოდნის მიტანა თითოეულ მოქალაქესთან და იდეების კონკრეტულ ბიზნესპროდუქტებად კონვერტირება, რა მიმართულებითაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს „მინდა, რომ რაც შეიძლება მალე წარმოადგინოთ კონკრეტული გეგმები, სად მივდივართ, რა გვაქვს უახლოესი ნაბიჯები და ვიმსჯელოთ იმ პროექტებზე, რომლებსაც წარმატებით განახორციელებთ“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გიორგი ზვიადაძეს დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ასევე კავკასიის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის მაგისტრატურა, ლიტვის Mykolas Romeris და ბრიტანეთის Middlesex უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამები. 2016-2017 წლებში ზვიადაძე ვილნიუსში კომპანია Langua Paslauga-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების მენეჯერი იყო, 2012-2017 წლებში საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

2009 წელს დააფუძნა და 2017 წლამდე ხელმძღვანელობდა კომპანია ”გლობალ სელის,” 2004-2006 წლებში კომპანია ”ჯეოსელში” ინოვაციების და ახალი პროდუქტების კონტრაქტორი-მენეჯერი იყო. არის არაერთი კომპანიის დამფუძნებელი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. გიორგი ზვიადაძეს სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება აქვს.

„გასული ორი წლის მანძილზე ლიტვაში ვმუშაობდი კვლევაზე პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში ინოვაციური ეკოსისტემის პლატფორმის შექმნის, მოდელირების და მართვის შესახებ და მგონია, რომ იმის რეალიზება, რაზეც ვიმუშავე ორი წელიწადი, საქართველოში ყველაზე უკეთ ტექნოპარკში შეიძლება. მიმაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი ეს ძალიან მაგარი ორგანიზაცია იმსახურებს იმას, რომ მთელი გულით და სულით ვემსახურო მის განვითარებას. მზად ვარ იმისთვის, რომ მთელი ჩემი უნარები, დრო, ენერგია, გამოცდილება მოვახმარო და ის ვაკეთო ჩემი ქვეყნისთვის, რაც ყველაზე უკეთ მესმის“ - განაცხადა გიორგი ზვიადაძემ სააგენტოს თანამშრომლებთან შეხვედრისას.

მისი შეფასებით, ქართველების გონებრივი შესაძლებლობები არის ძალიან ძლიერი, ბევრი იდეა არსებობს და ამ იდეების გადაქცევა ბიზნესპროექტებად არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. „ასეთმა პროექტებმა სარგებლობა უნდა მოუტანოს არამხოლოდ ტექნოპარკს, არამედ ზოგადად საქართველოს, სადაც იქნება მომგებიანი კლიმატი ამ კუთხით ინვესტირებისთვის. ქართული ინოვაციები არის ბრენდი ბევრი სხვა ქვეყნისთვის და გვინდა, რომ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვიმუშავოთ“ - აღნიშნა გიორგი ზვიადაძემ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი