პოლიტიკა
ინიციატივა 600 000 მოქალაქისთვის ფინანსური ვალდებულებების განულების შესახებ უპრეცედენტო მასშტაბის ამომრჩევლის მოსყიდვას წარმოადგენს - ISFED
არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა 600 000 მოქალაქისთვის საბანკო დავალიანების ჩამოწერის შესახებ ამომრჩევლის უპრეცედენტო მასშტაბის მოსყიდვად შეაფასა. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიშშია აღნიშნული.
„მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში უპრეცედენტო მასშტაბის ამომრჩევლის მოსყიდვის სახე აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ გაჟღერებულ გადაწყვეტილებას 600 000 მოქალაქისთვის ჯამში მილიარ-ნახევარი ლარის ოდენობის ფინანსური ვალდებულებების განულების შესახებ. გარდა ამისა, მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევებს აქვს ადგილი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სადაც სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ მოქალაქეებს გარკვეულ თანხას სთავაზობენ“, -წერია ანგარიშში.
ორგანიზაციის ვარაუდით, მთავრობის დაპირებები, რომლებიც გაჟღერდა მეორე ტურის წინ, პირველი ტურის შედეგებს უკავშირდება.
„მასშტაბური სახე აქვს საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ისეთი სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დაპირებებს, რომლებიც მიზნად კონკრეტული სოციალური ჯგუფებისთვის მატერიალური სარგებლის მოტანას ისახავს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ პროექტების დაანონსება არჩევნების პირველი ტურის შედეგებს უკავშირდება და მათი მიზანი სალომე ზურაბიშვილისთვის ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვებაა, რაც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ნიშნებს შეიცავს“, წერია ანგარიშში.
ცნობისთვის, მონიტორინგის პერიოდში გამოიკვეთა ზეწოლა/მუქარის 40; საპრეზიდენტო კანდიდატისადმი მუქარის 1; სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 3; ფიზიკური დაპირისპირების 5; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 13; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 14; წინასაარცევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 2; სააგიტაციო მასალების დაზიანების 6 და დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელშეშლის 1 შემთხვევა.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


