პოლიტიკა
ინფრასტრუქტურის მინისტრს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ
„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ინფარსტრუქტურის სამინისტროდან და საავტომობილო გზების დეპარტემენტიდან მილიონობით ლარი არამიზნობრივად იხარჯება, რის გამოც ინფრასტრუქტურის მინისტრს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გივი თარგამაძის თქმით, საეჭვოა ის ფაქტი, რომ საგზაო დეპარტამენტში მაღალჩინოსნები ჯერ კონკრეტულ კომპანიებთან ხელშეკრულებებს აფორმებენ, როგორც საჯარო მოხელეები, შემდეგ კი იმავე ორგანიზაციებში სამუშაოდ გადადიან. მან ყურადღება გაამახვილა უკურეაქციაზე, როცა იმ ფირმის ხელმძღვანელები, რომლებიც საგზაო დეპარტამენტის ტენდერებში იგებენ, შემდგომ გადადიან უწყებაში სამუშაოდ.
„კომპანია, რომელიც მიეკუთვნება ბატონ აბუთიძეს ჯერ იგებს ტენდერს სვანეთში გზის დაპროექტებაზე, შემდეგ ამ გზის მშენებლობის ტენდერს იგებს სწორედ ერთ-ერთი გადასული მოადგილის ფირმა. შემდეგ უკვე აბუთიძის ფირმა ასევე იგებს გზების მშენებლობის შემოწმების ტენდერებს, ასეთი 4 ლოტი იყო. საერთო მოცულობით, 2016-2017 წლებში აბუთიძის ფირმამ, მოიგო დაახლოებით 60 მილიონის ტენდერები, მაგრამ კიდევ უფრო საოცარი იყო, რომ ამის შემდეგ - 2018 წლის იანვარში აბუთიძემ გადაინაცვლა ხელმძღვანელ თანამდებობაზე საგზაო დეპარტამენტში, გახდა მოადგილე და მის სფეროში შედის გზების შემოწმება, ანუ ის გახდა იმ ფირმის მუშაობის ზედამხედველი, რომელიც მისია და რომელმაც გაიმარჯვა მანამდე ტენდერში“,- განაცხადა თარგამაძემ.
საქმის მასალების შესასწავლად „ევროპული საქართველო" სახლემწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულ სააგნეტოს გადასცემს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


