პოლიტიკა
ინფრასქტრუქტურის სამინისტროში მუშაობის დროს 18 საქმე გავაგზავნე პროკურატურაში - თენგიზ შერგელაშვილი
„შენების მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თენგიზ შერგელაშვილის განცხადებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის დროს მან პროკურატურაში 18 საქმე გააგზავნა, რომლებიც ეხებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს.
როგორც შემდგომში გაირკვა, აღნიშნულ საქმეებზე შედეგი არ დამდგარა.
„პირველ თვეებში და მერეც, ძალიან ბევრი საქმე გავგზავნეთ, წამოსვლის წინ მოვიკითხე, მაგრამ არცერთ საქმეზე შედეგი არ დამდგარა. ქობულეთის შემოვლით გზასთან დაკავშირებით პროკურატურაში გავაგზავნეთ საქმე, რომლითაც მიხეილ სააკაშვილზე საქმის აღძვრა ყოველგვარი პალტოებისა და კოსტიუმების გარეშე შეიძლებოდა. მან კომპანიას რამდენიმე თეთრად გადასცა მიწა, რომელიც სახელმწიფომ ერთ წელიწადში უკან, ოცჯერ უფრო ძვირად იყიდა“, – განაცხადა შერგელაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“.
შეკითხვაზე, შეისწავლა თუ არა ინფრასტრუქტურის სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტმა სამტრედია–გრიგოლეთის გზასთან დაკავშირებული საქმე, მაშინ როცა თენგიზ შერგელაშვილი მინისტრის მოადგილე იყო, პოლიტიკოსმა უპასუხა, რომ ეს საქმე სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტმაც შეისწავლა და პროკურატურაშიც გაიგზავნა.
მისივე თქმით, დაგებული გზების ხარისხთან დაკავშირებულ პრობლემებს ინფრასტრუქტურული პროექტის რომელიღაც ეტაპზე ჩავარდნა იწვევს.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


