სამართალი
ინფორმაცია, თითქოს, აღებული ნიმუშის შენახვა სათანადოდ არ მოხდა, სიმართლეს არ შეესაბამება - ანრი ოხანაშვილი
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწვალელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ანრი ოხანაშვილის თქმით, დღევანდელ სხდომაზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის სხეულიდან ექსპერტიზის მიზნით აღებული კანის პრეპარატების ნიმუშები სათანადო პირობებში ინახება და შემდეგი კვლევისთვის ვარგისია.
„საუბარი იყო იმაზე, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის სხეულიდან აღებული კანის ნიმუშები, შესაძლოა, ისე ყოფილიყო შენახული, რომ შემდეგი კვლევისთვის ვარგისი არ იყოს. ამაზე საზოგადოებაში იყო საუბარი. ეს საკითხი ექსპერტებს რამდენჯერმე დავაზუსტებინეთ. მართალია, დღეს გამოკითხულ ექსპერტებს, უშუალოდ არ ეხებათ, თუმცა, თავიანთი გამოცდილებიდან გამომდინარე გვითხრეს, რომ გამორიცხულია კანის პრეპარატის შენახვა მოხდეს ისე, რომ არ იყოს კვლევისთვის ვარგისი, ვინაიდან შენახვა ხდება სპეციალურ ხსნარში, რომელიც ხელს უწყობს პრეპარატის პირვანდელი სახით შენარჩუნებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ინფორმაცია, თითქოს, აღებული ნიმუშის შენახვა სათანადოდ არ მოხდა, სიმართლეს არ შეესაბამება. კანის პრეპარატების შენახვა სპეციალურ ხსნარში ზედმიწევნით სწორად მოხდა, რაც მის გაფუჭებას გამორიცხავს. დასკვნა – აღებული პრეპარატები შემდგომი კვლევისთვის ვარგისი უნდა იყოს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებს მოუსმინეს. ექსპერტების გამოკითხვა თავდაპირველად ღია რეჟიმში დაიწყო, თუმცა იმის გამო, რომ მათ გარდაცვლილთა ჭრილობებთან დაკავშირებულ დეტალებზე და რიგ დელიკატურ საკითხებზე უნდა ისაუბრონ, სხდომა დაიხურა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


