უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

3 ოქტომბერი, 2018 17:35
font-size

ინფორმაცია, რომ კომერციული ბანკიდან გაცემული თანხა უცხოურ ვალუტაში „თიბისი ბანკმა“ ეროვნული ბანკისგან მიიღო, სიმართლეს არ შეესაბამება - სებ-ი ,,ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

საქართველოს ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკიდან“ უცხოურ ვალუტაში გატანილი თანხის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

,,გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დღეებში მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას „თიბისი ბანკიდან“ უცხოურ ვალუტაში გატანილი თანხის შესახებ.

ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კომერციული ბანკიდან გაცემული თანხა „თიბისი ბანკმა“ ეროვნული ბანკისგან მიიღო, სიმართლეს არ შეესაბამება. „თიბისი ბანკიდან“ თანხის გატანის პერიოდში კომერციულ ბანკს ეროვნული ბანკის საცავიდან უცხოური ვალუტის ინკასირება არ განუხორციელებია.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ ოპერაციების განხორციელების პროცესში კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან დაიცვან „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პროცედურები და მოთხოვნები.

აქვე გვსურს განვმარტოთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ საზედამხედველო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული მასალები წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და, შესაბამისად, ეროვნული ბანკი მოკლებულია შესაძლებლობას საჯაროდ ისაუბროს ტრანზაქციის დეტალებთან ან/და ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ/განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

საქართველოს ეროვნული ბანკი, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ყოველთვის მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

საუბარია ჯამში 4 მილიონი ლარის ექვივალენტი დოლარის გატანის ფაქტზე, რომელიც “ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელის ზაზა ოქუაშვილის ინფორმაციით, მისგან ბიძინა ივანიშვილმა მოითხოვა.

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი