პოლიტიკა
ინფორმაცია არ გვაქვს, როდის გეგმავს პრეზიდენტი პარლამენტისადმი მიმართვას - თამარ ჩუგოშვილი
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშის წარდგენას აჭიანურებს, რადგან საარჩევნო კამპანიისთვის ხელსაყრელი დროის შერჩევას ცდილობს.
თამარ ჩუგოშვილი პარლამენტში პრეზიდენტის მიერ ანგარიშის წარდგენის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს დეპუტატები საგაზაფხულო სესიის გახსნიდან ელოდებიან.
“სამწუხაროდ, რაიმე კომუნიკაცია არ ყოფილა და ინფორმაცია არ გვაქვს, როდის გეგმავს პრეზიდენტი პარლამენტისადმი მიმართვას. მიზეზს ვერ გეტყვით, რა არის ამ დაგვიანების საბაბი. შესაძლებელია, პოლიტიკურად უფრო ხელსაყრელ დროს არჩევდეს, თუმცა კანონი ითვალისწინებს, რომ მოხსნების წარდგენა სესიის დასაწყისში უნდა მოხდეს. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ანგარიშს დროულად წარმოადგენს. მგონი, ეს დაგვიანება კანონის ჩარჩოებს უკვე გასცდა. მით უმეტეს, როცა საბაბი არ არსებობს და მიზეზი ჩვენთის ცნობილი არ არის, მოხსენების ასე დაგვიანებით წარდგება რატომ ხდება”, – აცხადებს ჩუგოშვილი.
ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიისთვის ხელსაყრელი დროის შერჩევას ცდილობს.
“არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიისთვის ხელსაყრელი დროის შერჩევას ცდილობს. ბუნებრივია, თუ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, თავის კამპანიას გეგმავს, მაგრამ ეს კანონის დარღვევის ხარჯზე არ უნდა მოხდეს”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


