უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 აპრილი, 2020 12:35
font-size

ინფიცირებული პაციენტებიდან 4-ის მდგომარეობა მძიმეა, სამის კი - კრიტიკული - ლევან რატიანი

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის 81 პაციენტია მოთავსებული, საიდანაც 66-ს კორონავირუსი დადასტურებული აქვს, - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ინფიცირებული პაციენტებიდან 4-ის მდგომარეობა მძიმეა, სამის კი - კრიტიკული.

„ამ ეტაპზე კლინიკაში არის 81 პაციენტი, აქედან 66 არის კოვიდ ინფიცირებული დადასტურებული შემთხვევა. დანარჩენ პაციენტებთან დაკავშირებით ველოდებით ლუგარის ლაბორატორიიდან შედეგებს და თუ დადასტურდება უარყოფითი შემთხვევები პაციენტები გაეწერებიან პროტოკოლის დაცვით. რეანიმაციაში ამ ეტაპზე გვყავს 9 პაციენტი. მათი მდგომარეობა მეტნაკლებად სტაბილურია. სამი პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული. რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების მდგომარეობას, იმყოფებიან სიპაბვენტილაციაზე“, - განაცხადა რატიანმა.

გარდა ამისა, რატიანის ინფორმაციით, რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. ერთ-ერთი კლინიკას დღეს დატოვებს.

„ასევე ქალბატონი, რომელიც 80 წლისაა, დღეს გადმოვა თერაპიულ განყოფილებაში და ალბათ ხვალ დატოვებს კლინიკას კოვიდ ვირუსის გარეშე. ორჯერადი ტესტირების შემდეგ ამ ქალბატონთან არ დადასტურდა კოვიდ ინფექცია. ასევე იცით, რომ გვყავდა მძიმე პაციენტი 42 წლის ბატონი, რომელსაც მოეხსნა სუნთქვის უკმარისობა, აღდგენილია ფილტვის ქსოვილის სტრუქტურა კომპიუტერული ტომოგრაფიით და ეს პაციენტიც გადავიდა თერაპიულ განყოფილებაში. რაც შეეხება რეანიმაციიდან კიდევ ერთი პაციენტის გადაყვანას ვაპირებთ, რომლის მდგომარეობაც მკვეთრად გაუმჯობესებულია“, - განაცხადა რატიანმა.

მან ასევე ორსული პაციენტების და არასრულწლოვნების შესახებ ისაუბრა.

„მინდა გითხრათ, რომ გუშინ ჩვენგან 24 კვირის ორსული ქალბატონი გაეწერა. მეორე, 9 კვირის ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტი 14 დღის გავლას ელოდება, რომ პროტოკოლის მიხედვით, ტესტირება ჩაუტარდეს. ასევე, იცით, რომ კლინიკაში გვყავს სამი მოზარდი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია“,- აღნიშნა რატიანმა.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი