საზოგადოება
ინფიცირებულების მდგომარეობა ძირითადად საშუალო და მასზე მსუბუქია - მარინა ეზუგბაია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ხუთი გაჩიანს უკავშირდება, ოთხი შემოტანილია, ხოლო ერთის წყაროს მოძიება გრძელდება.
„გუშინ იყო 1145 დადასტურებული შემთხვევა, დაემატა ათი ახალი შემთხვევა და ამჟამად გვაქვს 1155. გამოჯანმრთელდა მხოლოდ ორი და აღნიშნული რიცხვი 929-ს შეადგენს. ათი პაციენტიდან, ხუთი შემთხვევის წყარო გაჩიანია, ოთხი შემოტანილი შემთხვევაა. აქედან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთ შემთხვევაზე მიმდინარეობს წყაროს დადგენა და კონტაქტების კვლევა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, კლინიკას სამი ახალი პაციენტი დაემატა და ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით 41 პაციენტი მკურნალობს.
ინფიცირებულების მდგომარეობა ძირითადად საშუალო და მასზე მსუბუქია.
„დღეს კვლავ 41 პაციენტი გვყავს. დაგვემატა სამი ახალი პაციენტი. სამივე არის შემოტანილი შემთხვევა, აქედან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, მათ შორის მხოლოდ ერთია საქართველოს მოქალაქე. ჩვენი ცენტრის პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. ძირითადად, საშუალო სიმძიმის და მათზე მსუბუქი პაციენტები მკურნალობენ“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 248 პაციენტი რჩება.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


