სამართალი
ინფექციური საავადმყოფოს ფანჯრებს რამდენიმე ტყვია ესროლეს
პირის ვინაობა, რომელმაც ინფექციური საავადმყოფოს ფანჯრებს იარაღიდან ესროლა, სავარაუდოდ, დადგენილია.
როგორც კლინიკაში მყოფმა ერთ-ერთმა პაციენტმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში განაცხადა, ადგილზე სამართალდამცველები დილამდე მუშაობდნენ და სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით, იმის დადგენა შეძლეს, საიდან მოხდა გასროლა.
მისივე ინფორმაციით, გასროლა განხორციელდა საავადმყოფოსთან მდებარე კორპუსიდან და სავარაუდო დამნაშავე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
„ჯერ გავიგე 4 გასროლის ხმა, ცოტა ხანში, პალატაში ფანჯრის შუშა გასკდა და უკვე მეორეჯერ რომ გასკდა შუშა, პალატაში მყოფები იატაკზე დავწექით. მე დავრეკე 112-ში და ხოხვით გავედი კორიდორში“, - განაცხადა ფაქტის თვითმხილველმ.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ ამბობენ, დადგენილი და დაკავებულია თუ არა ინციდენტში მონაწილე პირი.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


