პოლიტიკა
ინაუგურაციის შემდეგ გაცილებით მეტი იქნება შესაბამის საკადრო ცვლილებებზე ინფორმაცია, თუ ეს საჭირო იქნა - გია ვოლსკი
„მე ვფიქრობ, რომ ამ ცვლილებებისა და სკანდალური თემების მაძიებლები უფრო ბევრნი არიან, ვიდრე ანალიტიკოსები“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გავრცელებულ ინფორმაციას შესაძლო საკადრო ცვლილებების შესახებ.
ვოლსკის განმარტებით, ინაუგურაციის შემდეგ, როცა აქტიურ ფაზაში შევა საქმიანობა მომავალი წლის ბიუჯეტის ასათვისებლად, გაცილებით მეტი იქნება შესაბამის საკადრო ცვლილებებზე ინფორმაცია, თუ ეს საჭირო იქნა.
„მე ვფიქრობ, რომ ამ ცვლილებებისა და სკანდალური თემების მაძიებლები უფრო ბევრნი არიან, ვიდრე ანალიტიკოსები ამ თემის. პრემიერმა ძალიან ფართოდ და კარგად განმარტა სიტუაცია. ჩვენ ხალხს უნდა წარმოვუდგინოთ სტრატეგიული მიმართულებით გეგმები და კონკრეტული საქმეები, რამაც საქართველოს სტაბილურობა და განვითარება უნდა შეუნარჩუნოს. ვინ როგორ მოერგება ამ ახალ შეთავაზებებს, ეს არის მეორეხარისხოვანი საკითხი ჯერჯერობით, თუმცა თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რასაკვირველია, პირველთაგანი გახდება, როგორც კი ამ ძირითად თემაზე გვექნება შეთანხმება - ანუ რას ვთავაზობთ საზოგადოებას, განვითარების რა მიმართულებებს ვთავაზობთ. ამის შემდეგ გახდება უკვე მნიშვნელოვანი, თუ ვინ უნდა აღასრულოს ეს ყველაფერი. დღეს პრემიერმა დიდ ნაწილზე ისაუბრა, თუმცა არა სრულად. ინაუგურაციის შემდეგ, როცა აქტიურ ფაზაში შევა საქმიანობა მომავალი წლის ბიუჯეტის ასათვისებლად, გაცილებით მეტი იქნება შესაბამის საკადრო ცვლილებებზე ინფორმაცია, თუ ეს საჭირო იქნა. დაველოდოთ და საქმიანად მივუდგეთ ამ საკითხს. საკმაოდ პროფესიონალურად და კარგად ჩამოაყალიბა პრემიერმა, რომ საზოგადოებას ვთავაზობთ მიმართულებებს, კონკრეტულ ხედვებს და ამის შემდეგ უნდა მოხდეს შესაბამისობაში მოყვანა, თუ რა საკადრო რესურსით ვაპირებთ ამის განხორციელებას“, - განაცხადა ვოლსკიმ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


