პოლიტიკა
ინაშვილს ირმა კი არა, მინიმუმ რუსლანი უნდა ერქვას, არა უშავს, პატარა შეეშალა ნათლიას - შალვა ნათელაშვილი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
„ეს არაა პარლამენტი. ეს, როგორც თავიდანვე ვამბობდით, ივანიშვილის შეიარაღებული კრიმინალური ბანდაა.
და კიდევ ერთი შენიშვნა, ინაშვილს ირმა კი არა, მინიმუმ რუსლანი უნდა ერქვას. არა უშავს, პატარა შეეშალა ნათლიას. რაც შეეხება ნარკოტიკებში დამხვრჩალ მსახიობ-დეპუტატ პაპუაშვილს, ის პირდაპირ სამოქალაქო ომის ახალი ფორმულაა, სამწუხაროდ“< - დაწერა ნათელაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
საქართველოს პარლამენტში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ნიკა მელიასა და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ირმა ინაშვილს შორის.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნები გაყალბდა. ამის შემდეგ სიტყვით გამოვიდა ირმა ინაშვილი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ნიკა მელიამ მოაწყო კლოუნადა.
დაპირისპირების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა პაპაუაშვილმა მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს.
„შთაბეჭდილება რომ არ დარჩეს ვინმეს ისეთი, კარგად განვმარტოთ, რა როგორ არის. არავის არ სჭირდება სწავლა, რომ ნებისმიერი კრიტიკული აზრი უნდა მოისმინო. ძალიან უხერხული მდგომარეობა იქმნება. სიმართლე გითხრათ, 54 წლის კაცი დავიბენი, აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ბოლოს და ბოლოს, რა გინდათ, სადამდე მიდიხართ ამ პროვოკაციით, რა უნდა მოაწყოთ, რომ გადიხართ და ხელებს იშვერთ. ორი საათი ვუსმენ კაცს, რომელიც ყეფდა, რაებს არ იძახდა, რას არ აკეთებდა, პასუხიც არ უნდა გავცეთ?! რა უნდა გავაკეთოთ, გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და მოგკლათ, თუ რა გაგიკეთოთ, გამაგებინეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


