პოლიტიკა
იმის ნაცვლად, რომ მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსება გაეზარდა, კახა კალაძემ გაანახევრა ეს მუხლი - ირაკლი ნადირაძე
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მერიის მიერ საკრებულოში გადაგზავნილ თბილისის ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებს.
ოპოზიციური ფრაქცია თბილისის მერს კახა კალაძეს მოუწოდებს, საკრებულოდან გაითხოვოს საბიუჯეტო ცვლილებები, რომელიც არ ასახავს თბილისელების ინტერესებსა და საჭიროებებს.
როგორც ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, ცვლილებების მიხედვით, მცირდება ინფრასტრუქტურულ პროექტების დაფინანსება, მათ შორის იკლებს მეტროსადგურების რეაბილიტაციის დაფინანსება.
მისივე ინფორმაციით, კლებაა ბიუჯეტის იმ მუხლში, რომელიც ავარიული კორპუსების გამაგრებას ითვალისწინებს.
„იმის ნაცვლად, რომ წარმოედგინა თბილისის მერს, კახი კალაძეს სწორად დაგეგმილი ბიუჯეტი, სადაც მკვეთრად იქნება შემცირებული ბიუროკრატია, კვლავ და კვლავ ზრდის ბიუროკრატიას, ახალ შპს-ებს, აიპ-ებს, რომ დაასაქმოს „ქართული ოცნების“ აქტივისტები და ახლობელ-ნათესავები. მხოლოდ ერთ სამსახურს - „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“, რომელიც დანა-ჩანგლის ხმარების ტრენინგებითაა ცნობილი, 158 შტატი დაემატება. გარდა ამისა, მაშინ, როდესაც თბილისელებს მეტრო თავზე ენგრევათ, იმის ნაცვლად, რომ მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსება გაეზარდა, კახა კალაძემ გაანახევრა ეს მუხლი და 10 მილიონის ნაცვლად, მხოლოდ 5 მილიონს დახარჯავს,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


