პოლიტიკა
იმედს ვიტოვებთ, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდება - გიორგი კვირიკაშვილი
იმედი გვაქვს, რომ შიდა პროცესები ბრიუსელში მალე მოიტანს სასურველ შედეგს და ქართველი მოსახლეობის მოლოდინი გამართლდება და მოქალაქეებისათვის ხელშესახები ბენეფიტი იქნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან გამართული შეხვედრის შემდეგ ვიზის ლიბერალიზაციის პროცესზე საუბრისას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გაავუხადა მარტინ შულცს ,,ძალიან ღია და გულახდილი დიალოგისთვის.’’
აქვე მინდა, ხაზი გავუსვა პრეზიდენტ შულცის პირად წვლილს ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში. მინდა, მადლობა ვუთხრა ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისთვის. ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის დასკვნის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და პლურალისტულ გარემოში. ამ არჩევნების შედეგად საქართველომ კიდევ ერთი გამოცდა ჩააბარა და დაამტკიცა, რომ ის ჩამოყალიბებული დემოკრატიაა.
ევროკავშირის უზარმაზარი მხარდაჭერის შედეგად, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციის, კანონის უზენაესობის და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების კუთხით. ჩვენს დღის წესრიგში, რომელიც 2017-2020 წლებს მოიცავს, კანონის უზენაესობის გაძლიერება და ინსტიტუციური სტანდარტების გაუმჯობესება მათი ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოების მიზნით ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.
ეს ძირითადი ღირებულებები უდევს საფუძვლად საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ, ძალიან ამბიციურ პარტნიორობას - სწორედ ამ მიზანს ვიცავთ და ვემსახურებით. ევროპარლამენტის შემდგომი ჩართულობა ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის პროცესში უმნიშვნელოვანესია რეფორმების წახალისებისთვის.
ამ თვალსაზრისით, მინდა გავუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია მნიშვნელობას და მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტ შულცს ძალიან გულახდილი დიალოგისთვის.
ამ შედეგს (სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას) მოუთმენლად ელის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, როგორც წარმოუდგენლად დიდი ტრანსფორმაციისა და წახალისების ეფექტის მქონე მოვლენას. ის საშუალებას მოგვცემს უფრო მოტივირებულად განვაგრძოთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის იმპლემენტაცია. იმედი გვაქვს, რომ შიდა პროცესები ბრიუსელში მალე მოიტანს სასურველ შედეგს და ქართველი მოსახლეობის მოლოდინი გამართლდება და მოქალაქეებისათვის ხელშესახები ბენეფიტი იქნება. ევროპარლამენტის აქტიურმა ჩართულობამ მნიშვნელოვნად გაზარდა ჩვენი მოტივაცია და იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპარლამენტი კვლავ განაგრძობს ჩვენს მხარდაჭერას და გადაწყვეტილების მიღების პროცესი მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდება. უსაფრთხოება ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ჩვენ ვაფასებთ ევროპარლამენტის ხმამაღალ და გამბედავ განცხადებებს საქართველოს ტერიტორიის რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ამით გამოწვეული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების ირგვლივ.
დასკვნის სახით, მინდა, ევროპარლამენტს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ევროპული სულისკვეთების მხარდაჭერისთვის და ჩემი მადლიერება გამოვხატო პრეზიდენტ შულცის მიმართ საქართველოს ევროპული მომავლის მშენებლობაში შეტანილი პირადი წვლილისთვის," -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


