პოლიტიკა
იმედს ვიტოვებთ არცერთი ოპოზიციური პარტია არ წამოეგება ამ სატყუარას - ზურაბ ჭიაბერაშვილი უბარიერო არჩევნებზე
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო ბარიერის გარეშე ჩატარება ერთგვარი სატყუარაა და იმედს იტოვებს, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია ამას არ წამოეგება.
ჭიაბერაშვილის თქმით, მმართველ გუნდს ყურადღების გადატანა სურს საარჩევნო სისტემის პროპორციულ მოდელზე გადასვლის საკითხიდან უბარიერო არჩევნებზე.
„ „ქართული ოცნება“ ჯიუტად ამბობს უარს იმაზე, რასაც ითხოვს მთელი ქართული საზოგადოება და ჩვენ, „ევროპული საქართველო“. ესაა საარჩევნო სისტემის 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. სანაცვლოდ „ქართული ოცნება“ აგრძელებს საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრასა და სატყუარის შეთავაზებას, როგორიცაა მათი ბოლო შეთავაზება.
ჩვენ, „ევროპული საქართველო“, იმედს ვიტოვებთ, რომ არცერთი ოპოზიციური პარტია არ წამოეგება ამ სატყუარას“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტია ოპოზიციასთან შეთანხმების შემთხვევაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამონაკლისის სახით საარჩევნო ბარიერს მოხსნის.
როგორც შემდგომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა, ამაზე საუბარი მმართველ გუნდში არ ყოფილა, თუმცა „ქართული ოცნება“ მზადაა, ოპოზიციას შეხვდეს და განიხილოს როგორც საარჩევნო ბარიერი, ასევე სხვა საკითხები.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


