უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

19 მაისი, 2017 16:40
font-size

იმედის ვიტოვებ, რომ მომდევნო სასამართლო პროცესზე მამა გიორგი კვლავ არ მომიწოდებს პროცესის დატოვებისკენ - გიორგი ფანცულაია

ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებულის დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები განმარტავენ, თუ რატომ დატოვეს, დეკანოზის მსგავსად, დღევანდელი სასამართლო პროცესი.

როგორც მედიას ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განუცხადა, მას ვალდებულება აქვს არ წავიდეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

„მე რომ წავიდე მის წინააღმდეგ, იმოქმედებს ეთიკის კომისია, რომელიც მეტყვის რომ ჩემი დასაცავის ნების წინააღმდეგ რატომ წავედი. ამიტომ, მე დავტოვე სასამართლო სხდომა. მამა გიორგი მამალაძეს დაველაპარაკები და იმედის ვიტოვებ, რომ მომდევნო სასამართლო პროცესზე არ მომიწოდებს იმავესკენ“,-აღნიშნა ფანცულაიამ.

ადვოკატმა გიორგი რამიშვილმა კი აღნიშნა, რომ თავად დეკანოზმა პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. რამიშვილის თქმით, გიორგი მამალაძეს უფლებები აქვს შელახული.

„პროტესტის ნიშნად, იმიტომ, რომ თავისი უფლებები შელახული აქვს, როგორც ბრალდებულს არანაირი უფლება არ დაუტოვეს. მამა გიორგიმ დატოვა სასამართლო სხდომა და ჩვენ, ადვოკატებს ოფიციალურად, კატეგორიულად მოგვთხოვა, რომ აღნიშნული სასამართლო სხდომა დაგვეტოვებინა“,-განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი