უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 დეკემბერი, 2018 16:55
font-size

იმედიანად ვართ განწყობილი, რომ მომდევნო კვირაში ერგნეთის შეხვედრა გვექნება - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ერიკ ჰოგმას ინფორმაციით, ჟენევის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ერგნეთის ჩაშლილი შეხვედრების განახლებაზე დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლობამ თანხმობა განაცხადა.

ერიმკ ჰოგმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრებზე ყველა ჩართული მხარე სრულად იქნება წარმოდგენილი.

„ინციდენტების მართვისა და მათზე რეაგირების ფორმატის შეხვედრები, ადგილზე არსებული ვითარების განსახილველად ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატია. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვიმუშავეთ ერთად ამ ფორმატის თანათავმჯდომარე ეუთო-სთან ერთად, რომ კვლავ გაგვეახლებინა შეხვედრები.

ახლა კი ჩანს, რომ შეთანხმება შედგა და შეხვედრები განახლდება მომდევნო კვირას, ეს კი უმნიშვნელოვანესია, რადგან რამდენიმე თვის მანძილზე ხანგრძლივი ჩავარდნა გვქონდა. IPRM-ისასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფორმატად რჩება, რადგან ეს ის ადგილია, სადაც ვმსჯელობთ, როგორ აღმოვფხვრათ ინციდენტები, როგორ გავუმკლავდეთ უსაფრთხოების გამოწვევებს ადგილზე, იმ ადამიანების საკეთილდღეოდ, ვინც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზის მიმდებარედ ცხოვრობენ.
ამიტომ, იმედიანად ვართ განწყობილი, რომ შეხვედრა გვექნება უკვე მომდევნო კვირაში, ვიმედოვნებთ რომ მასში ყველა მონაწილე იქნება ჩართული ოკუპირებული ცხინვალის მხრიდან“, - განუცხადა ჰოგმა ,,პირველი არხს“.

ამასთან, ჟენევის დისკუსიების დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით თბილისის შეურიგებელი პოზიციის გამო, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა უმოქმედოა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი