პოლიტიკა
იმედია, უკრაინის ხელისუფლება არ გავა სამართლებრივი სივრციდან და ოპონენტების პოლიტიკურ დევნას არ დაიწყებს - თამარ კეკენაძე
პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი თამარ კეკენაძე უკრაინაში საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, სააკაშვილისადმი განხორციელებული ქმედებები პოლიტიკურად მოტივირებულია.
„მიხეილ სააკაშვილი დღეს არის უკრაინელი ოპოზიონერი და მოქმედებს უკრაინის პოლიტიკურ და სამართლებრივ სივრცეში. ბოლო პერიოდში მის მიმართ განხორციელებული ქმედებები ტოვებს პოლიტიკურად მოტივირებულის განცდას. სამწუხაროდ, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში სასამართლო და პროკურატურა სრულად პოლიტიზირებულია“, - აღნიშნა კეკენაძემ.
მან იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ხელისუფლება ოპოზიციონერების დევნას არ დაიწყებს.
„უკრაინის, როგორც ჩვენი მეგობარი ქვეყნის გულშემატკივარმა, მინდა იმედი ვიქონიო, რომ უკრაინის ხელისუფლება არ გავა სამართლებრივი სივრციდან და ოპონენტების პოლიტიკური ნიშნით დევნას არ დაიწყებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ძალიან ცუდად აისახება უკრაინის დემოკრატიულ განვითარებაზე და მის ევროატლანტიკურ მომავალზე“, - თქვა კეკენაძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. ინფრომაციას უკრაინული მედიაც ადასტურებს. მას დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრებთან თანამშრომლობასა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვაში ადანაშაულებენ, რაც 3-დან 5წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


