პოლიტიკა
იმედია, საქართველოს პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს უფლებას, თუკი ამ კვირაში საკონსტიტუციო პროექტს დაამტკიცებენ - სალომე სამადაშვილი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებათა კანონპროექტს ვეტოს დაადებს.
მისივე ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიები დღეს შეხვედრას გამართავენ, სადაც ახალ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ვენეციის კომისია აკეთებს კონსტიტუციის პროექტის სამართლებრივ შეფასებას, მაგრამ კონსტიტუცია, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური დოკუმენტია. ამიტომ უმთავრესი მოთხოვნა, რაც იყო წაყენებული საკონსტიტუციო პროცესთან, ეს იყო პოლიტიკური კონსენსუსის შექმნა. ფაქტია, რომ ეს კონსენსუსი ვერ შედგა. დღეს გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებიც მოქმედების ერთობლივ გეგმას დასახავენ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს უფლებას იმ შემთხვევაში, თუ შემოთავაზებული პროექტის დამტკიცება რიგგარეშე სესიაზე მიმდინარე კვირას მაინც მოხდება, იმიტომ რომ ეს არის ამ ქვეყნისა და დემოკრატიის მომავლისტვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი“, - თქვა სამადაშვილმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


