პოლიტიკა
იმედია, პარლამენტი გაიაზრებს ყველა რისკს და არ მიიღებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს - ანა ნაცვლიშვილი
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი გიორგი მარგველაშვილის მიერ ვეტოდადებულ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს არ მიიღებს.
„პრეზიდენტმა ვეტო დაადო ამ კანონს და იმედი გვაქვს, რომ როცა მიუბრუნდება განხილვას, პარლამენტი კიდევ ერთხელ სიღრმისეულად იმსჯელებს, გაიაზრებს ყველა იმ რისკს, რომელსაც კანონპროექტი ქმნის და არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი, როგორც მედიაგარემოს, ასევე ანტიკორუფციული ბრძოლის მიმართულებით“, - თქვა საპარლამენტო მდივანმა.
ნაცვლიშვილის განმარტებით, კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში, ის საფრთხეს შეუქმნის მედიამრავალფეროვნებას, ასევე კორუფციის რისკებს გააჩენს.
„თუ ეს კანონპროექტი ამ ფორმით შევა ძალაში და გახდება კანონი, ის საფრთხეს შეუქმნის, ერთი მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას, მის ბუნებას და მეორე მხრივ, მედიის მრავალფეროვნებას. ასევე სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის კომერციულ მაუწყებლებს, დააზიანებს მედიაპლურალიზმს და დააზიანებს საზოგადოების მისაწვდომობას მრავალფეროვან ინფორმაციაზე. მეორე მნიშვნელოვანი არგუმენტი, რის გამოც პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება, ეს არის სერიოზული კორუფციის რისკების გაჩენა, რასაც აღნიშნული კანონი ხელს შეუწყობს. ამ ეტაპზე მოიაზრება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან განსახორციელებელი შესყიდვების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი საერთოდ არ დაექვემდებაროს იმ რეგულაციებს, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებთან მიმართებაში დღეს მოქმედებს”, - თქვა ნაცვლიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო 15 იანვარს დაადო. ქვეყნის პირველმა პირმა დოკუმენტი 2 მოტივირებული შენიშვნით პარლამენტს დაუბრუნა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კანონში „ადეკვატურად არაა გაწერილი 2 საკითხი“ - მედიის სარეკლამო ბაზრისა და შესყიდვების საკითხები.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


