უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 ოქტომბერი, 2018 14:10
font-size

იმედია, ივანიშვილმა არითმეტიკა მაინც იცის და ხვდება, რომ ამ პროცენტების უკან სინამდვილეში, არითმეტიკულად გუშინ ნაცებმა მოუგეს არჩევნები - თინათინ ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა - თინათინ ხიდაშელმა საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებისას განაცხადა, რომ საზოგადოება ორ პარტიას შორის აკეთებს არჩევანს და ჩაკეტილ წრეს თავს ვერ აღწევს.

„საპრეზიდენტო არჩევნების გაკვეთილი:

მმართველი პარტია და ივანიშვილი პირადად, სისტემურად და დაუჯერებელი დაბეჯითებით ამყარებდნენ მითს 6 წლის თავზეც კი ხელისუფლებაში ნაცების ყოფნისა და სახელისუფლებო პოტენციალის შესახებ:

- ამას აკეთებედნენ საკადრო პოლიტიკით;

- ყველა მოვლენაზე ნაცების პასუხისმგებლობის ძახილით;

- სასამართლოში ნაციონალური "ვერტიკალის" გამაგრებით;

მაშინ როცა ყველა მარცხსა და შეუსრულებელ დაპირებაზე "ჰეროკრატია" ქონდათ პასუხად, ოცნებამ თავი დაიმკვიდრა:

- უუნარობით,

- უსისტემობით,

- ქედმაღლობით,

- კორუფციისკენ მიდრეკილებით,

- არაპროფესიონალიზმით,

- ღირებულებების არ ქონით,

- მოძალადეების გვერდში დაყენებითა და წახალისებით,

- არაფერთან არანაირი კავშირის მქონე კანდიდატის მხარდაჭერით,

- მზარდი სიღარიბით,

- უპასუხოდ დარჩენილი სოციალური გამოწვევებით,

- სრულიად კარიკატურული პარლამენტის თავმჯდომარითა და

- პრემიერითა და მთავრობით რომელთა დიდი ნაწილის სახელისა და გვარის გახსენებაზე პაუზა გვჭირდება.

ხოდა, თუკი მაინც ნაცები მართავენ ამ ქვეყანას, რასაც გავიმეორებ, ბიძინა და ოცნება 6 წელია ყველა მეგაფონიდან ამტკიცებენ, არც არაფერია საკვირველი შედეგებში.

ამომრჩეველი არც გაზრდილა და არც შეცვლილა. ზუსტად იმავე ადგილზე დგას. მხოლოდ ორ ფერს ხედავს, ამ ორ ფერში იცის, ვისზე ბრაზდება და შესაბამისად, მეორესკენ იხრება. იმის იქით არც არასოდეს არ გაუხედავს, უფრო ღრმად და არსობრივად არც არასოდეს მოქცეულა.

ამიტომაც ვტრიალებთ ამ ჩაკეტილ წრეში.

PS იმედია, არითმეტიკა მაინც იცის და ხვდება, რომ ამ პროცენტების უკან სინამდვილეში, ისე ვირტუალურად კი არა, არითმეტიკულად გუშინ ნაცებმა მოუგეს არჩევნები“, - დაწერა ხიდაშელმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი