პოლიტიკა
იმედია, ძალიან მალე სტრასბურგში საქართველოდან არჩეული ახალი მოსამართლე გვეყოლება - თეა წულუკიანი
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, შემდეგ კვირას სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის მესამე ეტაპი ჩატარდება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრის შედეგად გამოვლინდება, ვინ იქნება საქართველოს წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში.
„ჩვენ მომდევნო კვირაში ველოდებით სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატებთან გამართული კონკურსის მესამე ეტაპს. სამპირიანია სია, რომელიც მოწონებული იყო, მათ შორის გასაუბრებების შედეგად, ბოლო ეტაპს გაივლის, ეს გახლავთ ასამბლეაზე კენჭისყრა და მე იმედი მაქვს, რომ ეს კენჭისყრა ქვეყნისთვის წარმატებით დასრულდება და ჩვენ სტრასბურგში გვეყოლება ძალიან მალე საქართველოდან არჩეული ახალი მოსამართლე“, -თქვა წულუკიანმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოდან წარდგენილ მოსამართლეობის სამ კანდიდატს: ლადო ჭანტურიას, ლალი ფაფიაშვილსა და ოთარ სიჭინავას 10 ოქტომბერს უყრიან კენჭს.
როგორც წულუკიანმა 4 ოქტომბერს განაცხადა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილი სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატებიდან რეკომენდაცია ლადო ჭანტურიას გაუწია.
ანა მებურიშვილი
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


