პოლიტიკა
იმედი მაქვს, ოპოზიციის ნაწილი “ქოცური” ნარატივის კულტივირებას არ დაიწყებს, თითქოს ევროპარლამენტი ოპოზიციას მუნიციპალურ არჩევნებში შესვლისკენ მოუწოდებს და არავინ გახდება “ქოცური” პროპაგანდის ინსტრუმენტი - თინა ბოკუჩავა
“ნაციონალური მოძრობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ევროპარლამენტის ანგარიში ოპოზიციას ერთიანობისა და პროტესტისკენ მოუწოდებს და არა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისკენ.
მისი განმარტებით, ევროპარლამენტარები ოპოზიციური ერთობის მაგალითად ასახელებენ მშვიდობიან პროტესტს.
„ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის (AFET) ანგარიშზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით:
არსად, ვიმეორებ, არსად ანგარიშში არ არის მოწოდება ოპოზიციაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლაზე; ერთადერთი მოწოდება ოპოზიციაზე არის - ერთიანობა; ოპოზიციური ერთობის მაგალითად ევროპარლამენტარებს ამავე აბზაცში და ამავე წინადადებაში მოჰყავთ მშვიდობიანი პროტესტი.
ამიტომ, თუ მაინც და მაინც ვინმეს სურს სტრიქონებს შორის გზავნილის ამოკითხვა, ეს უნდა ამოიკითხონ: მოწოდება პროტესტზე და არა კოლაბორაციონიზმზე.
ამავე ანგარიშში ევროპარლამენტი ითხოვს ახალ, თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს და ამ არჩევნების ჩანიშვნამდე, სასანქციო პოლიტიკის გამკაცრებას ანუ გამოსავალი ამ ანგარიშშიც არის საპარლამენტო არჩევნები.
იმედი მაქვს, ოპოზიციის ნაწილი “ქოცური” ნარატივის კულტივირებას არ დაიწყებს, თითქოს ევროპარლამენტი ოპოზიციას მუნიციპალურ არჩევნებში შესვლისკენ მოუწოდებს და არავინ გახდება “ქოცური” პროპაგანდის ინსტრუმენტი“, - აცხადებს თინა ბოკუჩავა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


