პოლიტიკა
იმედი გვაქვს, რომ 2030 წლამდე შეიცვლება თვითონ ევროპული ბიუროკრატია და ასეთ შემთხვევაში, საქართველოსთვის სასარგებლო იქნება ევროკავშირში გაწევრიანება - ირაკლი კობახიძე
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 2030 წლამდე შეიცვლება თვითონ ევროპული ბიუროკრატია და ასეთ შემთხვევაში, საქართველოსთვის სასარგებლო იქნება ევროკავშირში გაწევრიანება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, თუ ევროპული ბიუროკრატია შეიცვლება, შეიცვლება პირობებიც.
„ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე. რაც შეეხება ევროკავშირს, სად იყო 28 ნოემბერი, როდესაც მანამდე, ზაფხულში, სტრატეგიული დიალოგი შეაჩერეს საქართველოსთან. ეს იყო რევოლუციის გამჭვირვალობის კანონის გამო და თუ უნდოდათ რევოლუციის მოწყობა, ეს სხვა საქმეა. ამ კანონის შინაარსი იყო ის, რომ თუ რევოლუცია უნდა ვინმეს, გამჭვირვალედ მაინც მოაწყოს ეს რევოლუცია. ამას ეხებოდა ეს კანონი. ამიტომ, იქაც არ ჰქონდათ არავითარი საფუძველი. ეს არის დღევანდელი დამოკიდებულება. თუ პრაგმატულ პოლიტიკაზე გადავლენ, ეს იქნება ძალიან კარგი. ჩვენ ველოდებით 2030 წელს და იმედი გვაქვს, რომ მანამდე ევროპულ ბიუროკრატიაში შეიცვლება მიდგომები. იგივე, რაც ხდება გერმანიის პარლამენტში – ან ტყუილს პასუხობენ, არ პასუხობენ. როგორ შეიძლება, ასე მუშაობდეს ევროპული ბიუროკრატია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 2030 წლამდე შეიცვლება თვითონ ევროპული ბიუროკრატია და ასეთ შემთხვევაში, საქართველოსთვის სასარგებლო იქნება ევროკავშირში გაწევრიანება. თუ ბიუროკრატია შეიცვლება, შეიცვლება პირობებიც და აღარ იქნება ის პირობები, რომელიც მაგალითად, დაკავშირებულია „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებასთან ხელისუფლებაში. რასაც სასამართლო რეფორმას უწოდებდნენ, ესეც გულისხმობდა სასამართლოზე კონტროლის დაბრუნებას „ნაცმოძრაობის“ ხელში. ეს იყო სინამდვილეში, რასაც ითხოვდნენ. თუ შეიცვლება მიდგომები, შეიცვლება პირობებიც“, – განაცხადა კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


