პოლიტიკა
იმდენი პრობლემური განსახილველი საკითხია დაგროვილი დღეს საქართველოს ეკლესიაში, რომ სინოდის დღევანდელი სხდომა არ ეყოფა - მეუფე პეტრე
ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებით,ის სინოდის სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ ინფორმირებული არ არის, თუმცა საქართველოს ეკლესიაში ბევრი პრობლემური საკითხია დაგროვილი. ამის შესახებ მეუფე პეტრემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
„სინოდის სხდომაზე განსახილველი საკითხები ჩემთვის ცნობილი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, იმდენი პრობლემური განსახილველი საკითხია დაგროვილი დღეს საქართველოს ეკლესიაში, რომ დღევანდელი სხდომა არ ეყოფა. თუ ნება იქნა სინოდის კრების სხდომები ალბათ რამდენიმე დღე უნდა გაგრძელდეს“, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.
მისივე თქმით, პირველი საკითხი, რაზეც სინოდმა უნდა იმსჯელოს, ე.წ. ციანიდის საქმეა.
„ვფიქრობ, პირველი საკითხი მაინც ჩემთვის პირადად, სამივე ინსტანციის შემდეგ, ე.წ. ციანიდის საკითხი უნდა იყოს. საქართველოს პროკურატურისა და სასამართლოს უსამართლობა და ცინიზმი უნდა იმხილოს, რომელმაც სამარცხვინო განაჩენი გამოიტანა და მართლმსაჯულება, ფაქტობრივად, არ აღსრულებულა ამ საქმესთან დაკავშირებით. ყოფილი თუ მოქმედი პირების უპასუხისმგებლობა უნდა იმხილოს, რომლებმაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს, როდესაც ციანიდის საქმეზე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით განცხადებები გააკეთეს. ვფიქრობ, ეს უსჯულოება და ბოროტება უნდა იმხილოს, ზოგადად, დაიგმოს, რაც ხელისუფლებამ ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა ამ წუთებში საპატრიარქოში მიმდინარეობს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


