პოლიტიკა
იმ უსამშობლოებსაც, ვინც შემორჩა, დედას ვუტირებთ და ყველას, ვინც საკუთარი ქვეყნის, ხალხის წინააღმდეგ ნაბიჯს გადადგამთ, დედას გიტირებთ - ირაკლი ზარქუა
რაც არ უნდა გვაშანტაჟონ ვიზალიბერალიზაციის წართმევით, ეს ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა არ არის. ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა, საქართველოში მშიდობა იყოს და ქვეყანა ომში არ ჩაერთოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განუცხადა.
ზარქუას თქმით, სანქციების მიუხედავად, ხელისუფლება არ გატყდა, რადგან ქართველების და სახელმწიფოს ინტერესებს იცავს.
„ბოლო პერიოდში საზოგადოების გარკვეულ ჯგუფს ეგონა, რომ ომი დამთავრდა და მილევად რეჟიმში იყო. არაფერიც, ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ ომში ჩართვის გამოწვევა ისევ დიდიაო. ვნახეთ, რომ ცხელ ფაზაში გადადის და უნდათ, რომ ჯგუფებმა, რომელსაც ჩვენ გლობალური ომის პარტია დავარქვით და ტრამპმა – „დიფ სთეითი“, მთლიანი კავკასია ამ ომში ჩაითრიონ. ევროკავშირის ქვეყნებს მოსთხოვეს, რომ ბიუჯეტის 15% შეიარაღებაზე დახარჯონ, რაც იმას ნიშნავს, რომ ომისთვის ემზადებიან და უნდათ, რომ აქ საქართველო შეეწიროს, როგორც უკრაინა გახდა პოლიგონი.
ახლა უკვე, საქართველოს კალასმა და მისმა „დიფ სთეითის“ დაქირავებულმა პოლიტიკოსებმა ახალი თემით შემოუტიეს, რომ თურმე გამჭვირვალობის და ოჯახური სიწმინდის შესახებ კანონები უნდა მოვხსნათ, რადგან უნდათ, რომ აქ ისევ რელიგიის, ეკლესიის და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ დააფინანსონ მარშები და თან პრაიდები ატარონ, როგორც კიევში ჩაატარეს.
ქვეყანა ომშია, მილიონობით ახალგაზრდა მიწაში ჩააწვინეს და ტერიტორია არ აქვთ, მაგრამ იმდენად აიძულეს, რომ გეი პრაიდი უკრაინაში მოაწყობინეს. იგივე უნდათ, რომ საქართველოში მოაწყონ და ამ ქვეყანას ამიტომ ებრძვიან. ჩვენ ეს გამოვიარეთ – ჯერ ბიძინა ივანიშვილს შეუზღუდეს საკუთარ ფინანსებზე წვდომა, დაასანქცირეს და აშანტაჟეს, მაგრამ ვერ გატეხეს და ის ჩვენი მაგალითია. რაც არ უნდა გვაშანტაჟონ ვიზალიბერალიზაციის წართმევით, ეს ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა არ არის. ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა, მშვიდობა იყოს და საქართველო ომში არ ჩაერთოს.
უკრაინას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, მოლაპარაკებები და კანდიდატის სტატუსი აქვს, მაგრამ მილიონობით ახალგაზრდა არ ჰყავს, ტერიტორიები არ აქვს, დედა ეტირა. ეს უნდათ საქართველოსთვის და იმავეს ამზადებენ ჩვენი ქვეყნისთვის? იმ უსამშობლოებსაც, ვინც შემორჩა, დედას ვუტირებთ და ყველას, ვინც საკუთარი ქვეყნის, ხალხის წინააღმდეგ ნაბიჯს გადადგამთ, დედას გიტირებთ. ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს, მრავალსაუკუნოვანი რელიგია, მართლმადიდებლობა და არ დაგაჩაგვრინებთ არც „დიფ სთეითის“ მიერ დაქირავებულ ევროპარლამენტარებს და არც აქაურ აგენტურას და უსამშობლოებს. ამოცანაა, რომ ამ ვიზალიბერალიზაციის ბერკეტით ქაოსი მოაწყონ, ქვეყანა რევოლუციურ ტალღაზე გადაიყვანონ და შემდეგ ეს აგენტურა ხელისუფლებაში მოიყვანონ, რომ მეორე ფრონტი გახსნან“, – განაცხადა ზარქუამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


