პოლიტიკა
იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ვეტო არსებული რთული ვითარებიდან გამოსავალია, მე მგონი უკვე თანხმდება ყველა - გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს კონსტიტუცია უბრალო კანონი არ არის და დოკუმენტში, რომელზეც ჯერ ხელი არ არის მოწერილი, თურმე ორი საკითხი ჯერ კიდევ ჩასასწორებელია, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციასთან გამართულ შეხვედრაზე.
მარგველაშვილის თქმით, ეს ის ორი საკითხია, რომლის შესწორებაზეც პასუხისმგებლობა "ქართულმა ოცნებამ" აიღო.
"თავისთავად არაორდინალურია ვითარება, როდესაც კონსტიტუცია ასე სწრაფად მიიღება და უკვე ჩასასწროებელია. ეს არაორდინალურობა არ არის ამ ეტაპზე სირთულე რომელიმე პოლიტიკური ძალის, არამედ ეს არის ქვეყნისთვის სირთულე.
მინდა, დღეს ჩვენ შევიკრიბოთ, რათა ვიფიქროთ, როგორ პოზიტიურად გამოვიდეთ შექმნილი რთული ვითარებიდან. როგორც ვხედავ “ქართული ოცნების“ წარმომადგენელი არ არის, ეს დასანანია.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, როდესაც საუბარია ქვეყნის რთული ვითარებიდან გამოყვანაზე, მზად ვარ ყოველთვის, ჩემი კარი ღიაა ამ საკითხზე სასაუბროდ. ჩვენ უკვე კარგი გამოცდილება გვაქვს, როგორ შეძლეს განსხვავებული შეხედულების პოლიტიკოსებმა ერთ კი არა, ხუთ საკითხზე შეთანხმებამდე მისვლა.
იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ვეტო არსებული რთული ვითარებიდან გამოსავალია, მე მგონი უკვე თანხმდება ყველა, ამაზე კონსტიტუციის მიმღები “ქართული ოცნებაც“ თანხმდება. ჩვენ ერთად უნდა დავიწყოთ მუშაობა იმასთან დაკავშირებით, ამ რთული ვითარებიდან როგორ გამოვიდეთ", - განაცხადა გორგი მარგველაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


