უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 მაისი, 2025 13:32
font-size

იმ რეალობაში, რომელშიც დღეს საქართველო დგას, ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე არა თუ ვფიქრობთ, არამედ საერთოდ არც განვიხილავთ - ლევან სანიკიძე

თუ სტატუს-კვო შეიცვლება, მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ ამ რეპრესიებში თვითმმართველობის არჩევნებში გასვლა არა თუ უაზრობაა, არამედ იმ პროცესის ღალატია, რომელიც რუსთაველის გამზირზე ამდენი ხანია მიმდინარეობს - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

„დღეს, ჩვენი ქვეყანა ისეთ პოლიტიკურ კრიზისშია, რომელიც დამოუკიდებლობის არსებობის ისტორიაში არ ყოფილა, ამას თამამად ვიტყვი. ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პარტიები ფორმაში იყვნენ, რეგიონებში გასვლა საკუთარ აქტივთან, წარმომადგენლებთან საუბარი, ჩემი აზრით, მაინცდამაინც არჩევნებში შესვლას არ გულისხმობს, მაგრამ ის, რომ პოლიტიკური პარტიები ფორმაში უნდა იყვნენ, მათ შორის ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ რაც დრო გადის, მეც შთაბეჭდილება მაქვს, რომ შეიძლება ივანიშვილის ხელისუფლებმა უფრო მალე იძულებულები აღმოჩნდეს, რომ დანიშნოს ახალი, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოუწიოს, ამიტომ ნებისმიერი ასეთი სცენარისთვის მზად უნდა იყო, გარდა, თვითმმართველობის არჩევნებში, ამ პირობებში მონაწილეობის მიღებისა, სადაც მე დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ არცერთი პარტია მონაწილეობას არ მიიღებს.

თუკი სტატუს კვო შეიცვლება - პოლიტპატიმრები ციხიდან გამოვლენ, ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, ცენტრალური საარჩევნო კომისია შეიცვლება და მას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ ჩაატარებს, რა თქმა უნდა, ამისთვის პოლიტიკური ორგანიზაცია მზად უნდა იყოს, მაგრამ ამ პირობებში, რეპრესიებში - თვითმმართველობის არჩევნებში გასვლა, არა თუ უაზრობაა, არამედ იმ პროცესის ღალატია, რომელიც რუსთაველის გამზირზე ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს“, - განაცხადა სანიკიძემ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი