უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

31 მაისი, 2017 12:30
font-size

ილია მეორე მზად იყო დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიემართა - თორნიკე მამალაძე

პატრიარქმა ჩვენს ადვოკატებს უთხრა, რომ მამა გიორგი არ უნდა იყოს ციხეში, ის უნდა გათავისუფლდეს თავდებით, - განაცხადა ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებულის, მამა გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

მისი თქმით, ილია მეორე მზად იყო დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიემართა, თუმცა მოგვიანებით ბრალდებულის ოჯახს და ადვოკატებს პატრიარქთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მიეცათ.

თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ ბრალდებული დაკანოზის ოჯახს უწმინდესთან შეხვედრა სურს.

”როდესაც პატრიარქი ჩამობრძანდა გერმანიიდან, მას შეხვდნენ ჩვენი ადვოკატები. პატრიარქმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ მამა გიორგის დანაშაულში ეჭვი შეაქვს და რომ მის უდანაშაულობაში ეჭვი არ ეპარება. პატრიარქმა ჩვენს ადვოკატებს უთხრა, რომ მამა გიორგი არ უნდა იყოს ციხეში, ის უნდა გათავისუფლდეს თავდებით და შეეკითხა ადვოკატებს, თუ როგორ ხდება ეს იურიდიულად. ჩვენმა ადვოკატებმა პატრიარქს აუხსნეს, რომ მამა გიორგის გათავისუფლება შესაძლებელი იქნებოდა მისი შუამდგომლობით, რაზეც პატრიარქმა ჩვენს ადვოკატებს დაუდასტურა, რომ ის მზად იყო ამისთვის.

ადვოკატების გამოსვლის შემდეგ, ჩვენ დაგვებლოკა პატრიარქთან შესვლის უფლება, აღარ გვახვედრებენ პატრიარქს. ახლაც საჯაროდ მინდა განვაცხადო, რომ ვითხოვთ პატრიარქთან შეხვედრას”, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი