პოლიტიკა
ილია ელოშვილი ,,ასპენის ენერგეტიკულ სამიტში“ მონაწილეობს
ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი რუმინეთის ქალაქ პლოიეშტში „Aspen Energy Summit”-ში მონაწილეობს. კონფერენცია რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა მიჰაი ტუდოსემ გახსნა.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ასევე, მოხსენებები გააკეთეს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ენერგეტიკის საკითხებში მაროშ შეფჩოვიჩმა და რუმინეთის საგარეო საქმეთა და ენერგეტიკის მინისტრებმა.
„ვინაიდან, ენერგეტიკა კვლავ რჩება ეკონომიკის მამოძრავებელ მთავარ ძალად, ის გამოწვევები და გადაწყვეტილებები რაც თან ახლავს ენერგეტიკული ბაზრისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას შავი ზღვისა და კასპიის რეგიონში, ჩვენი პოლიტიკის მთავარ მიმართულებად რჩება. მიზანშეწონილად მიგვაჩნია ხაზი გავუსვათ ისეთ საერთაშორისო ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობას, როგორიცაა „თეთრი ნაკადი“ და ტრანსკასპიური მილსადენი. ჩვენ განვიხილავთ მათ, როგორც სამხრეთ გაზის დერეფნის სატრანზიტო პოტენციალის გაფართოებისათვის აუცილებელ დამატებით პროექტებს. ეს პროექტები საშუალებას მოგვცემს ევროპაში გავიტანოთ გაზის დიდი მოცულობები, კერძოდ, „თეთრი ნაკადი“ გახსნის ახალ შესაძლებლობებს აღმოსავლეთ დაცენტრალური ევროპის ქვეყნებთან დასაკავშირებლად.
მინდა, აღვნიშნო საქართველოსა და რუმინეთს შორის შესანიშნავი მთავრობათაშორისი თანამშრომლობა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება იგივე ინტენსივობით, რათა მოხდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პოზიციების კონსოლიდირება „თეთრი ნაკადი“-სა და ტრანსკასპიურიმილსადენის პროექტების შემდგომი განვითარებისათვის, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ენერგო წყაროების დივერსიფიკაციის მაღალ ხარისხს“ -განაცხადა ილია ელოშვილმა.
პოლიტიკოსებთან ერთად, კონფერენციაში ექსპერტები, ანალიტიკოსები, მედიისა და კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სამიტის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ რუმინეთში კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბებასა და შავი ზღვა-კასპიის რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებასთან დაკავშირებულ საკითხებს. წელს, Aspen Institute Romania-ს გადაწყვეტილებით, ღონისძიებას ქალაქი პლოიეშტი მასპინძლობს, რადგან იგი მსოფლიოში პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შექმნიდან 160 წლის თავს აღნიშნავს.
კონფერენციის ფარგლებში ასევე, დაგეგმილია საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ენერგეტიკის საკითხებში მაროშ შეფჩოვიჩთან,რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრთან ტომა პეტსუსთან და მოლდოვის ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ოქტავიან კალმაკთან.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


