პოლიტიკა
იყო შემოთავაზება, რომ პრეზიდენტი მე ვყოფილიყავი, პრემიერი კი თვითონ - პაატა ბურჭულაძე ივანიშვილზე
მსოფლიოში აღიარებულმა ბანმა, პაატა ბურჭულაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუზე საუბრისას დაადასტურა, რომ მასსა და ივანიშვილს შორის შეხვედრა 2012 წელს შედგა. ბურჭულაძის თქმით, ივანიშვილმა სწორედ ამ დროს შესთავაზა მას პოლიტიკაში ერთად შესვლა.
„ორჯერ შევხდი. ორჯერვე მასთან და რასთან დაკავშირებით, არ გაინტერესებთ? პარიზის კონცერტთან დაკავშირებით. ესაა მთავარი. პარიზის კონცერტი, როცა მიგვქონდა პატრიარქის საგალობლები პარიზში და 200 კაცი წავიდა. 2012 წელს“, - თქვა ბურჭულაძემ და აღნიშნა, რომ ივანიშვილი ფონდის ერთ-ერთი სპონსორი იყო, რომელმაც დიდი თანხა შესწირა.
„მაშინ მას სჭირდებოდა, რომ ხალხის მხარდაჭერა ჰქონოდა. 400 000 ევრო შესწირა მან და კულტურის სამინისტრომ - 110 000 ევრო. ეს დაგვიჯდა ჩვენ 200 კაცის წაყვანა. და რაც მთავარია, ერთი კაპიკი ამ ფულიდან არ იყო გადმოსული ფონდში, ყველაფერი იყო გადასული პირდაპირ საფრანგეთის საელჩოში“, -აღნიშნა ბურჭულაძემ.
ბურჭულაძის მტკიცებით, ბიზნესმენი მას პრეზიდენტობას და ამ წინადადებაზე დათანხმების შემთხვევაში, 10 მილიონ დოლარს სთავაზობდა.
„იყო შემოთავაზება, რომ პრეზიდენტი მე ვყოფილიყავი, პრემიერი კი თვითონ. თანხა თვითონ დაასახელა და ეგ იყო ზუსტად ის თანხა რაც თქვა, 10 მილიონი“,- თქვა ბურჭულაძემ.
ივანიშვილმა გუშინდელ ინტერვიუში ბურჭულაძეზე, მის მიერ დაარსებულ ფონდსა და ფონდიდან გახარჯულ თანხებზე ისაუბრა. ყოფილი პრემიერის თქმით, პაატა ბურჭულაძესთან კითხვები მხოლოდ გამოძიებას არ აქვს და მასაც აინტერესებს იყო თუ არა კანონიერად გახარჯული ფონდში შესული თანხა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


