სამართალი
იყო მუქარაც ჩემი შვილების მომავალზე - ირაკლი გედენიძე
ე.წ. ფოტოგრაფების საქმეში ერთ-ერთი ყოფილი ბრალდებული, ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე 2011 წლის მოვლენებს იხსენებს, რა დროსაც ის და მისი მეუღლე სხვა ფოტორეპორტიორებთან ერთად ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
ირაკლი გედენიძე მასზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და მუქარის ფაქტებზე მიუთითებს, რომლითაც მას იძულებით აღიარებითი ჩვენება მიაცემინეს.
,,მოდელები იყო გადაღებული ,,ნიუ’’ ჟანრის სტილში და ასევე, ჩემი მეუღლე იყო გადაღებული ამ ჟანრის სტილში, ოღონდ პირადი მოხმარებისთვის და შენახული იყო ჩემს პირად არქივში. ეს ფოტო იპოვეს, ამოიღეს და დაიწყეს შანტაჟი, რომ ეს გავრცელდებოდა სოციალურ მედიაში. ამან იმოქმედა, რა თქმა უნდა, ჩემს მეუღლეზე, ჩემზედაც და მიიღეს სასურველი შედეგი. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. თუმცა ფოტო ერთადერთი მიზეზი არ ყოფილა. იქ იყო მუქარაც კონკრეტულად ჩემი შვილების მომავალზე. კერძოდ, მათ დამისახელეს, რომელ სკოლაში სწავლობდნენ და დავფიქრებულიყავი მათ მომავალზე, რომ რამე პრობლემა არ შექმნოდათ’’, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი გედენიძემ.
2011 წელის ივლისში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი ფოტორეპორტიორი, გიორგი აბდალაძე ვანო მერაბიშვილისა და შოთა უტიაშვილის ბრალეულობაზე ამახვილების ყურადღებას.
,,თავისთავად ცხადია, დამკვეთები მე ვფიქრობ, რომ იყვნენ მაშინდელი შს მინისტრი, მისი მოადგილე ერთ-ერთი, უტიაშვილს ვგულისხმობ. ყველა ის ადამიანი, ვინც ფიგურირებდა ჩვენს საქმეში, ვინც საპყრობილეში იყვნენ, რა თქმა უნდა, შემსრულებლები იყვნენ. ძალადობის ფაქტები, რაც ხდებოდა ჩვენ თავს, ეს დავალება იყო და დავალებას ასრულებდნენ ის ადამიანები. ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი დაზარალებულისთვის, ყველაზე მთავარი არის, რომ ამ საქმის დამკვეთებმა აგონ პასუხი. საქმის კურსში იყო მიხეილ სააკაშვილი. მის გარეშე ამ ქვეყანაში არცერთი უკანონო ბრძანება არ გაიცემოდა’’, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი აბდალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ე.წ. ,,ფოტორეპორტიორების საქმეზე“, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების ფაქტზე დაკავებულ იქნა საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


