პოლიტიკა
იყო გარკვეული სპეკულაციები ერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან, თუმცა ე.წ. ციანიდის საქმეს არავითარი კავშირი პოლიტიკასთან არ ჰქონდა - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლოს მხრიდან კონკრეტულ კითხვებს პასუხები გაეცა, ხოლო საზოგადოებამ იხილა, რამდენად სწორად წარიმართა სასამართლოში ეს პროცესი.
მისივე თქმით, მმართველ გუნდს ამ საქმეში ჩარევის ინტერესი არ ჰქონდა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა საპირისპიროს დამტკიცებას.
„იყო გარკვეული მცდელობა ოპოზიციის მხრიდან, კონკრეტულად, ერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან, რომ სხვანაირად წარმოეჩინათ ეს მოვლენები, როცა პოლიტიკასთან ამას არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონოდა. ეს იყო გარკვეული სპეკულაციები, თუმცა ეს იყო არაპოლიტიკური საქმე, არავითარი კავშირი ამას პოლიტიკასთან არ ჰქონდა, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან, ბუნებრივია, ინტერესი გამორიცხულია.
რა ინტერესი ჰქონდა კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიას გარდა იმისა, რომ მათ სურთ ზოგადად ყველაფრის უარყოფითად წარმოჩენა, მე არ ვიცი. კონკრეტული ოპოზიციური პარტია იყო „ნაციონალური მოძრაობა“. „რუსთავი ორიც“ აწარმოებდა პროპაგანდას სასამართლოს წინააღმდეგ. რისთვის იყო ეს საჭირო, როცა მათ შორის ამ ტელევიზიითაც ვიხილეთ კონკრეტული კადრები, რომლებიც გარკვეულ ეჭვებს აჩენდა ამ საქმესთან დაკავშირებით. არ ვიცი, რაში სჭირდებოდა ეს ამ პარტიას, მის ტელევიზიას“,– განაცხადა პარლამენტის თავმდჯომარემ.
ცნობისთვის, ადვოკატების საკასაციო საჩივარი ე.წ. ციანიდის საქმეზე, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის ანგარების მოტივით მკვლელობის მომზადებას ედავებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, წარდგენილი მუხლი გადაკვალიფიცირდა და დეკანოზი დამნაშავედ ცნეს შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში. საქალაქო სასამართლომ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც მეორე ინსტანციამ უცვლელად დატოვა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


