პოლიტიკა
იყო გარკვეული შეთავაზებები, რომ გარკვეული ტექსტის წაკითხვის შემდეგ ძალიან ბევრი სიკეთე იქნებოდა - ნატო ჩხეიძე „ომეგა ჯგუფზე“
პარლამენტარის, ნატო ჩხეიძის განცხადებით, კომპანია „ომეგა ჯგუფის“ მიმართ იყო გარკვეული შეთავაზებები, რომ გარკვეული ტექსტის წაკითხვის შემდეგ ძალიან ბევრი სიკეთე იქნებოდა. - ამის შესახებ ჩხეიძემ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
„არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 26 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტრომ სასწრაფოდ გასცა აქციზური მარკები, 1 მილიონის გადახდის შემდეგ. თუკი დაიწყებთ საერთოდ რამის გადახდას, ჩვენ ყველანაირ დათმობაზე წავალთ, იმიტომ რომ ფაბრიკამ იმუშავოსო. ივანიშვილმაც თქვა ჟურნალისტებთან, რომ თუკი გადაიხდის კომპანია 1 მილიონს მაინც, ჩვენ მივცემთ საშუალებას, რომ ამუშავდნენ და მერე შევხედავთ, რას იზამენ“, - განაცხადა ჩხეიძემ.
წამყვანის კითხვაზე, რატომ მოუნდა ამდენი საკმაოდ მძიმე ბრალდების შემდეგ ხელისუფლებას „ომეგას ჯგუფის“ ხელშეწყობა, ჩხეიძემ უპასუხა, რომ ხელისუფლება რაღაცებმა აიძულა.
„უცხოეთში სასამართლოები ჯერ წინ არის. ნუ ვიქნებით ძალიან სულსწრაფები, რადგან ამ სულსწრაფობის გამო პრესასა და სოციალურ ქსელებში ისიც კი დაიწერა, რომ „ომეგა ჯგუფი“ გაურიგდა ხელისუფლებას. გარიგება არ მომხდარა, იყო გარკვეული შეთავაზებები, რომ გარკვეული ტექსტის წაკითხვის შემდეგ ძალიან ბევრი სიკეთე იქნებოდა“, - განაცხადა ჩხეიძემ.
გუშინ „ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა განაცხადა, რომ საწარმო ისევ გააჩერეს, ამის მიზეზად კი “ომეგა ჯგუფისათვის” აქციზური მარკების არმიცემა დასახელდა.
როგორც აღდგომელაშვილმა აღნიშნა, უკვე ოთხ თვეზე მეტია ,,ომეგა ჯგუფის“ მიმართ მიზანმიმართული კანონდარღვევა ხორციელდება.
მისივე ინფორმაციით, კომპანიამ სრულად დაფარა ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდზე გათვლილი გადასახადი და მოითხოვა შესაბამისი ღირებულების აქციზური მარკები. აღდგომელაშვილის თქმით, აღნიშნული შეკვეთა შემოსავლების სამსახურმა შეკვეთის დღესვე, 12 ნოემბერსვე დაადასტურა, თუმცა 30 ნოემბერს ,,ომეგა ჯგუფის“ შეკვეთას, რომელიც იყო დადასტურებული შეეცვალა სტატუსი და გახდა „გადაუხდელი - გაუქმებული“.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


