პოლიტიკა
იყო ერთი შეტყობინება, რომ „სანამ ზაზა სარალიძე თავისი შვილივით არ აიჩეხება, მანამდე არ დაგვანებებს თავსო“ - ზაზა სარალიძე
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, ფეისბუკზე მუქარებმა ბოლო დროს მასიური ხასიათი მიიღო. ამის შესახებ სარალიძემ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.
სარალიძის თქმით, გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, ვინ დგას ამ შეტყობინებების უკან.
„ფეისბუქპოსტებისთვის ადრე ყურადღება არ მიმიქცევია, რადგანაც ათასში ერთი იყო, თუმცა ახლა მასიური ხასიათი მიიღო, არა მარტო ფეისბუქპოსტებმა, არამედ მთელი ხელისუფლება საუბრობს დესტაბილიზაციასა და ჩვენს მოსალოდნელ ლიკვიდაციაზე. სწორედ აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, რომ გამოძიება დაიწყოს ამ თემაზე. რატომ საუბრობს ხელისუფლების წარმომადგენლები დესტაბილიზაციაზე? მაგალითად, გია გაჩეჩილაძემ მოგვიწოდა სიფრთხილისკენ და საინტერესოა, რატომ მოგვიწოდა სიფრთხილისკენ. პირად შეტყობინებაში არ იყო პირადი მუქარა, თუმცა იყო შეურაცხმყოფელი სიტყვები, „გადაშენდი აქედან“ და ა.შ. ასევე იყო ერთი შეტყობინება, რომ „სანამ ზაზა სარალიძე თავისი შვილივით არ აიჩეხება, მანამდე არ დაგვანებებს თავსო“,- განაცხადა სარალიძემ.
ზაზა სარალიძე და მისი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე დღეს ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში 3 საათის განმავლობაში იკითხებოდნენ. საქმე ეხება სარალიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულ გამოძიებას.
გამოძიება ვაკე-საბურთალოს სამმართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


