უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

25 ოქტომბერი, 2017 14:30
font-size

იეჰოვას მოწმეთა დევნის ფაქტზე ბრალდებულს გირაოს გადახდა დაეკისრა

სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღმსარებლობისა და რწმენის გამო, ძალადობით ჩადენილ რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებულ დანაშაულზე, ბრალდებულ ბ. ბ.-ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო - 3 000 ლარის ოდენობით შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ბ. ბ.-ს ბრალად ედება რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, აღმსარებლობისა და რწმენის გამო ადამიანის დევნა და ძალადობით ადამიანის დევნა.(2 ეპიზოდი)

,,საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 22 აგვისტოს თბილისში, ბრალდებულმა ერთ-ერთ სკვერში, იეჰოვას მოწმეებს მათთვის განკუთვნილი მოძრავი სტენდიდან რელიგიური შინაარსის ლიტერატურის აღება და ადგილის დატოვება შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოთხოვა. რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, ბრალდებულმა სტენდზე განთავსებული ბანერი გატეხა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით დატოვა შემთხვევის ადგილი. ერთი თვის შემდეგ, შეურაცხმყოფელი ფორმით სტენდის აღება ბრალდებულმა კვლავ მოითხოვა, რის შემდგომაც სახის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა იეჰოვას მოწმეს და მიიმალა.

შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ასევე ფაქტობრივი (მტკიცებულებითი) საფუძვლები. კერძოდ, ბრალდებულის შემდგომი, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხისა და რისკის გათვალისწინებით, აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოიყენა გირაო, რომელიც სრულად უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე“, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 22 ნოემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი