პოლიტიკა
იძულებული ვხდები, ნაცმოძრაობას დავუჭირო მხარი, ნათქვამია, წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდაო და მეც ვებღაუჭები ამ ხავსს - მალხაზ მაჩალიკაშვილი
„უმორჩილესად გთხოვთ, დამიჭიროთ მხარი, რომ ამ ქოცთა ხროვამ არ იბოგინონ ქვეყანაზე, თუ არ დამიჭერთ მე მხარს, ამ ქოცებს მინც ნუ მისცემთ ხმას“, - ასე მიმართა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა საქართველოში მცხოვრებ ქისტებს.
მაჩალიკაშვილის თქმით, 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ის ხმას „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მისცემს. მაჩალიკაშვილის განმარტებით, მას სხვა არჩევანი არ დაუტოვეს.
„ბევრი ვიფიქრე, მეთქვა თუ არა ეს თქვენთვის, ჩემო თანამემამულენო, ჩემო დებო და ძმებო, ჩემო საყვარელო ხალხო, ჩემო ქისტებო და ქართველებო, რომლებმაც გაიზიარეთ ჩემი ოჯახის უზომოდ დიდი ტრაგედია, რომელი ტრაგედიისთვისაც თვალის გასწორება არ შემიძლია, მაპატიეთ, როგორც მამაკაცი და ქისტი ამას არ უნდა ვიძახდე, მაგრამ მაიძულებენ, რომ ვთქვა, მეც ხომ ადამიანი ვარ, მაგრამ ამ მთავრობის საჭეთ მპყრობელნი ამას ასე არ აღიქვავენ, ალბათ ჩემს ადგილზე რომ აღმოჩენილიყვნენ, გამიგებდნენ, დღეს ამათთან ამაზე ლაპარაკი ზედმეტია, ეს წყლის ნაყვაა ჩემი მხრიდან, მე და ჩემი ოჯახი ამქვეყნიური სიამტკბილობისთვის განწირულები ვართ და არც ვფიქრობთ, რომ როდისმე ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით.
მართლაც დაბნეული ვარ, როგორც ყველა უდანაშაულო შვილმკვდარი მამა, რომელსაც მოსვენება აქვს დაკარგული, სამართლის აღდგენა ხომ ნორმალურ ქვეყანაში ასე არ ხდება, ეს ხომ ცინიზმი და დაცინვაა არა მარტო ჩემ მიმართ, არამედ მთელი საქართველოს მოსახლეობის მიმართ, დღეს ეს ჩემს თავზეა და არავინ არ იცის, ამ გადაჯიშებული და ყოველივე ამ ქვეყნიურს მოწყვეტილი არაადამიანების ხელში აქლემი ხვალ ვის ჭიშკართან დაიჩოქებს. ღმერთს ვემუდარები, რომ ჩემი შვილი იყოს პირველი და უკანასსნელი მოჰიკანი ამ ჯალათებისა და სისხლის მსმელი წურბელების სამსხვერპლოზე, თქვენ არ განიცადოთ ის, რასაც მე და ჩემი სისხლისმიერი ძმა ზაზა განვიცდით. შორიდან ყურება და განსჯა ადვილია ადამიანისა, არ იცით, ამ გულებში როგორი ნაკვერჩხალია გაღვივებული და არავინ რომ არ ცდილობს მის ჩაქრობას, პირიქით, უფრო უბერავე,ნ რომ სამუდამოდ დაგვითუთქოს გულები.
ჩემო კარგებო, შეიძლება ბევრი ისეთი სიტყვაც წამომცდენია, რაც არ უნდა მეთქვა, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ხანდახან ჩემდაუნებურად ხდება. როცა სხვები შემახსენებ, მაშინ დავფიქრდები ხოლმე, მანამდე ამ სიტყვის არსებობაც ჩემს გამონათქვამში არც კი ვიცოდი, თუ არსებობდა.
მე, რიგითმა პანკისელმა კაცმა, თბილისში, პარლამენტის წინ ძაღლურად დავიდე ბინა, სიცივეში, წვიმასა თუ ქარში ვგდივარ და გამვლელებისა და საღად მოაზროვნე ხალხის თბილი მოსიყვარულება თუ არა, ალბათ გულიც გამისკდებოდა და თემირლანის გვერდზე მშვიდად დავიძინებდი, რაც ამათთვისაც დიდი შვება იქნებოდა, მაგრამ არც ისე მინდა წავიდე ამ ქვეყნიდან, სიმართლეს არ ჩავხედო თვალებში და ერთადერთი სიტყვა არ ვუთხრა ამ სისასტიკის ჩამდენსა და ჩემი ოჯახის დამღუპველს ,,რატომ".
ჩემო ქისტებო, ახლა თქვენ მინდა მოგმართოთ, არავის არ ეგონა საქართველოში, თუ ეს სისხლისმსმელი ხროვა პანკისიდან ხმებს წამოიღებდა, მაგრამ არის კატეგორია ხალხისა, სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო, რომ მიაჩნიათ.
ოღონდ ვინმეს ასიამოვნონ და თავს სამსხვერპლოზე ლანგრით მიიტანენ და მიართმევენ პირადული ამბიციებისა და დაუოკებელი გამდიდრების სურვილის გულისთვის.
არავისთან დასამდური არ მაქვს, მაგრამ ადამიანობისა და ზნეობის წინაშე უნდა იყვნენ მართლები, ერთსაც ვიტყვი, რაც გაკეთდა, ისიც არ უნდა დაიკარგოს. ძალიან გაიზიარეს ჩემი მდგომარეობა უმეტესობამ ქისტებისა,რაზედაც დიდ მადლობას ვუხდი ყველას. ახლა რაც შეეხება ჩემს სათქმელს, პირადად ჩვენთვის არცერთ მთავრობას კარგი არ მოუტანია კომუნისტების შემდეგ, როგორც დავწყევლეთ ჩვენი თავი, ესე დაწყევლილები მოვდივართ დემოკრატიისა და ნატოს იმედით, შედეგად გახრწნილობა და გადაგვარება მივიღეთ.
კარგად მახსოვს შევარდნაძის დროს რა სიკეთე მიიღო მარგოშვილების ოჯახმა, დაბალ გორაზე და ალაზანმშენის ხიდთან.
არც ის მავიწყდება, როგორ დასრულდა ქავთარაშვილის ბედი ისევ დაბალ გორაზე,
არასოდეს არ დამავიწყდება ნაცმოძრაობის დროს გუმაშვილების ოჯახში დატრიალებული ტრაგედია, ჩემი მეხსიერებიდან არ წაიშლება ლაფანყურის ამბები, რომლის წინაშეც ყველანი უძლურნი ვიყავით, მაგრამ მერწმუნეთ და დიდი ბოდიშის მოხდით მინდა გითხრათ, ამ ზემოთ ჩამოთვლილი ტრაგედიებისა და ჩემი ოჯახის ტრაგედიას შორის განსხვავება დიდია რაოდენობრივად კი არა, შესრულების მანერით.
ამდენი ჩამოთვლილებიდან არცერთი არ მოუკლავთ ღამის ოთხ საათზე საკუთარ ოჯახში მძინარე და სიზმრებში წასული გარდა თემირლანისა.
ახლა მე არ დამიტოვეს არჩევანის გაკეთების საშუალება ამ პარტიებმა, რადგანაც სხვა პარტიები გავიდნენ ამ ბინძური თამაშიდან ხალხის უნდობლობის გამო. იძულებული ვხდები, ნაცმოძრაობას დავუჭირო მხარი, ნათქვამია, წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდაო და მეც ვებღაუჭები ამ ხავსს.
უმორჩილესად გთხოვთ, დამიჭიროთ მხარი, რომ ამ ქოცთა ხროვამ არ იბოგინონ ქვეყანაზე, თუ არ დამიჭერთ მე მხარს, ამ ქოცებს მინც ნუ მისცემთ ხმას..
დიდის პატივისცემით, ვახა მაჩალიკაშვილი“, - წერია მალხაზ მაჩალიკაშვილის ფეისბუკპოსტში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


