პოლიტიკა
`იბერიას` საქმეზე პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებებს ევროპარლამენტარები ტრამპის რიტორიკას ადარებენ
ევროპარლამენტარებმა ტელეკომპანია ,,იბერიას“ საქმეზე და მედიაზე ზეწოლის ფაქტებზე მორიგი შეფასებები გააკეთეს.
როგორც სოციალ-დემოკრატთა პროგრესული ალიანსის წევრი, ანა გომესი აცხადებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ მედია მთავრობას აშანტაჟებს, დოლანდ ტრამპის რიტორიკას ჰგავს.
ევროპარლამენტარებმა ბრიუსელიდან მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, ხელი შეუწყონ ქვეყანაში მედიაპლურალიზმს და მზად იყვნენ კრიტიკისთვის.
,,მცირე ზომის მედიასაშუალებები აშანტაჟებენ მთავრობას? - ეს ურთიერთშეუსაბამოდ ჟღერს, ტრამპის რიტორიკას ჰგავს. ცოტა უხერხულია ჩემთვის,თუკი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნათქვამი დონალდ ტრამპის რიტორიკას იმეორებს. თუ გვსურს, ქვეყანაში გვქონდეს გამოხატვის დემოკრატიული შესაძლებლობა, მაშინ, იქ უნდა არსებობდეს მრავალფეროვანი მედიასაშუალებები; ზოგი დიდი, ზოგიც პატარა. ისინი უნდა გამოხატავდნენ, განსხვავებულ მოსაზრებებს. მე ვერც წარმომიდგენია, რომ რომელიმე დემოკრატიულ მთავრობას ეშინოდეს იმ ბუნებრივი რეალობის, რაც მოსდევს ქვეყანაში დემოკრატიული მედიის არსებობას. სწორედ ეს არის მედიის დანიშნულება. მედიის ფუნქციაა არამხოლოდ მოქალაქეების ინფორმირება, არამედ დეტალური დაკვირვება მათზე, ვინც ხელისუფლებაშია. მთავრობამ ეს უნდა იცოდეს, ეს უნდა ესმოდეს და უნდა მიესალმებოდეს ამას.
თავისთავად, როდესაც კრიტიკა არასამართლიანია, მაშინ მათ შეუძლიათ ფაქტებით დაამტკიცონ საპირისპირო. თუმცა, მთავრობამ არ უნდა მოახდინოს მედიის როლის დელეგიტიმაცია. თავისუფალი მედის გარეშე დემოკრატია ვერ იარსებებს“, - აცხადებს ანა გომესი.
მოსაზრებას, რომ ხელისუფლება მედიისგან კრიტიკას მზად უნდა შეხვდეს და ჟურნალისტები არ უნდა შევიწროვდნენ, იზიარებს ლიტველი ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიციუსიც.
,,ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობასა და მმმართველ გუნდში მყოფ თითოეულ პირს ესმოდეს, რომ მედიის თავისუფლება არის საფუძველი იმ ძირითადი თავისუფლებებისა, რომელსაც ჩვენ პატივს ვცემთ. მნიშვნელოვანია, ჟურნალისტების დაცვა და მათი უფლებები. ხშირად შესაძლებელია ისინი ძალიან კრიტიკულები იყვნენ, რაც ნორმალურია, იმიტომ, რომ ისინი დამოუკიდებლად აკვირდებიან მოვლენებს. რა თქმა უნდა, ჟურნალისტები ასეთ დროს უნდა დაეყრდნონ ფაქტებსა და რეალურ არგუმენტებს, მაგრამ მთავრობის მოვალეობაა, მზად იყოს განსახვავებული მოსაზრებებისთვის და არ სცადოს მხოლოდ ერთადერთი ოფიციალური მოსაზრების დამკვიდრება ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე.
ჩვენ ძალიან სენსიტიურად ვუდგებით მედიაპლურალიზმის საკითხსა და განსახვავებული მოსზარებების არსებობას. სწორედ ასე არსებობს ყველა დემოკრატიული სახელმწიფო. მოდით, პატივი ვცეთ ოპოზიციას, მივიღოთ პლურალიზმი და სხვადასხვა მოსაზრება, როგორც ნორმალური მოვლენა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, შეიძლება კრიტიკული იყოს მედიის მიმართ, მაგრამ მედია განსხვავებულ აზრებს წარადგენს. ზოგჯერ, შეიძლება არ დაეთანხმო მათ რეპორტაჟს, მაგრამ მედიისთვის იმის დაბრალება, რომ ხელისუფლებას აშანტაჟებს, მეტისმეტია.
ვფიქრობ, მთავრობა ყოველთვის უპირატეს მდგომარეობაშია, იმ მხრივ, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი სიტყვების დამტკიცება რეალური საქმით იმ მიზნით, რომ გააქარწყლონ მედიის მოსაზრება. მედიის განსხვავებული მოსაზრებისთვის მზადყოფნა და მედიაპლურალიზმი, ეს არის ნორმალური პოლიტიკოსის ჩვეულებრივი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი“, - განაცხადა პეტრას აუსტრევიციუსმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


