საზოგადოება
„იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის შეჩერება მედიაგარემოს გაუარესების ტენდენციას გამოხატავს -„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“
ტელეკომპანია „იბერიამ“ მაუწყებლობა შეწყვიტა -აღნიშნულთან დაკავშირებით „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ განცხადებას ავრცელებს:
“არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ეროვნული მაუწყებლის, ტელეკომპანია ,,იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის მუშაობის შეჩერება გამოხატავს ქვეყანაში მედიაგარემოს გაუარესების ტენდენციას. რაც პირველ რიგში აზიანებს საზოგადოებას, მისი ინფორმირებული არჩევანის უზრუნველყოფას.
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის წევრი ორგანიზაციები აქამდეც მოვუწოდებდით მთავრობას და დამფუძნებლებს, მათ შორის წარმოქმნილ დავაში არ მომხდარიყო ჟურნალისტთა გამოყენება და ,,იბერიის“ თანამშრომლების უფლებების შელახვა,რომლებიც წლის განმავლობაში უკვე მესამედ აცხადებენ, რომ არ იციან, შეძლებენ თუ არა მუშაობის გაგრძელებას.
სამწუხაროდ, მიუხედავად მოთხოვნისა და აუცილებლობისა - ეფექტურად, ოპერატიულად და გამჭვირვალედ წარმართულიყო ტელეკომპანია ,,იბერიას“ დამფუძნებლებთან დაკავშირებული დავებისა და ჩანაწერების გამოძიება, რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, მაინც ვერ მოხერხდა ტელეკომპანიის ფუნქციონირების დაზღვევა შექმნილი და მოსალოდნელი პრობლემებისგან.
მოვუწოდებთ მხარეებს პატივი სცენ საზოგადოების ინტერესს და დაცული იქნას ჟურნალისტთა უფლებები. მოვუწოდებთ ხელისუფლებას დროული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებულ ყველა კითხვას”, - ნათქვამია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


